სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

13 წლის გოგო ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტომობილს დაეცა - რას ჰყვება სკოლის დირექტორი?
15-04-2021
-
+


რუსთავში, 13 წლის გოგო მე-3 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და ეზოში მდგარ ავტომობილზე დაეცა.

არასრულწლოვანი იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ვარდნის შემდეგ მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

არსებობს ვერსია, რომ გოგონას გადმოვარდნა, შესაძლოა, ინტერნეტ თამაშს „ლურჯ ვეშაპს“, ან სხვა რომელიმე ინტერნეტ თამაშს უკავშირდებოდეს. ეჭვის საფუძველს იძლევა ​სამი თვის წინ მომხდარი ფაქტიც, რომლის დროსაც ამავე მოზარდის მეგობარი და თანაკლასელი ასევე მე-3 სართულიდან გადმოვარდა.

ორივე არასრულწლოვანი მე-10 სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლის დირექტორის მანანა ფიროსმანაშვილის განცხადებით მსგავსი დამთხვევები ეჭვს იწვევს.

„რა თქმა უნდა, რაღაცა ეჭვის საფუძველი არსებობს. ასეთი დამთხვევა იშვიათია, როდესაც ერთი კლასიდან, ორივე გოგონა, თან მეგობრები არიან და ასეთი შემთხვევა ხდება.

ჯერჯერობით ამ ფაქტთან დაკავშირებით მოსწავლეებთან მე კომუნიკაცია არ მქონია, ხვალ აუცილებლად დამრიგებელთან ერთად შევხვდები კლასს, შემდეგ კი მასწავლებლებსა და მშობლებს, რათა დეტალური ინფორმაცია გავიგოთ, რაღაცა ისეთი ხომ არ ხდება, კლასში რაზეც ზოგადად ყურადღება უნდა გავამახვილოთ.

თუ გამოიკვეთება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აქ დასამალი არაფერი არ არის და ჩვენ ამას ზოგადად საჯაროსაც გავხდით. თუ ასეთ თამაშებთანაა დაკავშირებული“,- განაცხადა მანანა ფიროსმანაშვილმა ინფო რუსთავთან საუბრისას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება