| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„გვახსოვს 9 აპრილი... გვახსოვს და გვტკივა!“- ამ ლოზუნგით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლაში 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
„... დღე ტკივილიანი... დღე, რომელიც ყველას ახსოვს, იმის მიუხედავად მომსწრეა, თუ ისტორიიდან იცის...
სასკოლო რადიოს საშუალებით, შესვენებების პერიოდში, შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს 9 აპრილი... მისი გმირები... ისტორიული მნიშვნელობა...“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება
დღე გამოირჩეოდა შემოქმედებითი აქტივობებითაც - პირველკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს
ღონისძიებას ინგლისური ენის მასწავლებელი თეონა ფრუიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოსწავლეები შვედი მწერლის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას