სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როცა სკოლის დირექტორი და ლიდერი ხარ, ყველა გამოწვევას შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უპასუხო“ - ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი ანეტა გედევანოვი
07-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრის საჯარო სკოლის დირექტორის ანეტა გედევანოვის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- ძალიან საინტერესო თემაა, მივესალმები ამ ინიციატივას. სკოლას უფრო აუმაღლდება ავტორიტეტი და მეტი დაინტერესება იქნება სწავლის დამამთავრებელი კლასების მხრიდან.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- დარჩენილი დრო რა თქმა უნდა სკოლაში უნდა გაატარონ გაკვეთილებზე, ჩვენთან ასე ხდება რომ მეთორმეტე კლასი გაკვეთილზე იღებს განათლებას. აბიტურიენტობა სხვა თემაა და სკოლის დამთავრება სხვა თემა. ყველას ვურჩევ იარონ სკოლაში, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. თუ სისტემატურად ივლიან და დაესწრებიან გაკვეთილებს არ დასჭირდებათ რეპეტიტორი და ეროვნულ გამოცდებზეც კარგ შეფასებას მიიღებენ. პრიორიტეტი მეთორმეტე კლასში არის ის საგნები რასაც აბარებენ და გადატვირთულები არ არიან სხვა საგნებით. მომავალი პროფესიის არჩევისას მათ ყურადღება მიაქციონ იმას რაც პრიორიტეტულია, მდგრადია და რაც გამოადგებათ მომავალში. 

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას ? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში.

- ელექტრონულ ჟურნალს პირადად მე მივესალმები, იმიტომ რომ ეს უფრო მობილიზებას უკეთებს პედაგოგებს, არც რთული არის, მთავარია ინტერნეტი იყოს გამართული. ჩემმა პედაგოგებმა ძალიან ადვილად აუღეს ალღო ელექტრონულ ჟურნალს.
 
- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- დირექტორებს მოვუწოდებდი მოთმინება გამოიჩინონ, მიმღებლობა ქონდეთ ყველა სიახლის, ყველა გამოწვევის, რადგანაც როცა გქვია სკოლის დირექტორი და ლიდერი ყველა გამოწვევას შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უპასუხო. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება