სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას მომდევნო კვირას მიიღებენ - განათლების სამინისტროს დაპირება
07-04-2021
-
+


პედაგოგებს დისტანციური სწავლების ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. არადა, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ სკოლებში დასწრებითი სწავლების განახლებასთან ერთად, მოსწავლეებს უფლება ჰქონდათ, დისტანციური რეჟიმი აერჩიათ, ისიც გარკვევით ითქვა, რომ პედაგოგებს, ვინც ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებდა, დამატებითი ანაზღაურება - საათში 7 ლარი დაერიცხებოდა, რაც საშემოსავლოსა და საპენსიოს დაქვითვით, ხელზე ასაღები 5 ლარზე ცოტა მეტი გამოდის.

თუმცა, როგორც ირკვევა, ონლაინისთვის დამატებითი თანხა მასწავლებლებს ჯერ არ დარიცხვიათ და განათლების სამინისტროსგან თავს მოტყუებულად მიიჩნევენ.

Etaloni.ge დაინტერესდა, ზოგადად აპირებენ თუ არა პედაგოგებისთვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარებისთვის თანხის დარიცხვას და როდის, რადგან ამ დაგვიანებებიდან ისე ჩანს, რომ მათ უბრალოდ, ატყუებენ.

განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ დისტანციური სწავლებისთვის დამატებით ანაზღაურებას მასწავლებლებს მიმდინარე კვირაში დაურიცხავენ, მაგრამ პრესსამსახურში ამ კითხვაზე განსხვავებული პასუხი აქვთ და აცხადებენ, რომ მომდევნო კვირის დასწყისში მასწავლებლები დისტანციური სწავლების საფასურს აუცილებლად მიიღებენ.

ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და ონლაინ-გაკვეთილების ანაზღაურებას, მართლა მომდევნო კვირას დაურიცხავენ თუ არა მასწავლებლებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება