სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
07-04-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. დირექტორებს შეუძლიათ ნახონ თავიანთი მოსწავლეების მიერ სასწავლო ოლიმპიადაზე მიღებული ქულები და ამობეჭდონ მესამე ტურის მოსაწვევი. 

2020-2021 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის მოსაწვევის ამოსაბეჭდად მიჰყევით ბმულს 
 
მესამე ტური ორ სესიად ტარდება. I სესიაზე რეგისტრაცია იწყება 09:30 საათზე, ხოლო ტესტირება 10:00 საათზე, II სესიაზე რეგისტრაცია - 14:30 საათზე, ტესტირება კი 15:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში მოსწავლე ტესტირებაზე აღარ დაიშვება.  რეგისტრაციის დროს მან უნდა წარმოადგინოს სკოლის მიერ გაცემული მოსაწვევი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან ფოტოსურათიანი ცნობა, რომელსაც გასცემს სკოლის ადმინისტრაცია. 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური 9-12 აპრილს ჩატარდება ქ. თბილისში, მისამართზე: ე. მინდელის N9. ოლიმპიადის გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც დააგროვებს შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ს და მოხვდება შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.  

იხილეთ ასევე: ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მე-3 ტური 9 აპრილს დაიწყება - იხილეთ მე-2 ტურის აპელაციის შედეგები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება