| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება.
ამ ვადაში მსურველებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა და შესაბამისი დოკუმენტაცია.
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შემდეგი განრიგით:
Paper-based KET – 14 ივნისი
Paper-based PET - 14 ივნისი
Paper-based FCE – 21 ივნისი
Paper-based CAE – 19 ივნისი
Paper-based TKT – 24 ივნისი
Paper-based Young Learners Exam – 17 ივნისი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ადმინისტრირებას 2013 წლიდან უწევს და მომხმარებელს მომსახურების მაღალ ხარისხსა და ტესტირებისათვის ხელსაყრელ, კომფორტულ პირობებს სთავაზობს. კემბრიჯის გამოცდების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.
გადახდის შესაძლო საშუალებები, ტესტის ნიმუშები, სააპლიკაციო ფორმა და სხვ. იხილეთ ბმულზე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი