TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორებს ვურჩევდი მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები“ - უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე
05-04-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს, როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას და ონლაინ სწავლებას; რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის საჯარო სკოლის დირექტორს თინა დიაკონიძეს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა ?

- რა თქმა უნდა, სკოლას მიეცემა პრიორიტეტი და მივესალმები ამ ინიციატივას. დადებითად შევაფასებ თუ ეს ყველაფერი ობიექტური იქნება.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად ?

- აბიტურიენტებს უპირველეს ყოვლისა ვუსურვებ წარმატებებს! აირჩიონ ისეთი პროფესია, რომელიც უნდათ თვითონ და რომელიც მთელი ცხოვრება გამოადგებათ. რა თქმა უნდა იძულებით და სხვისი მითითებით არ უნდა აირჩიონ პროფესია. წარმატების საწინდარი ბევრი სიბეჯითე და მეცადინეობაა.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას, რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- პირველად რა თქმა უნდა წარმოუდგენლად მიაჩნდათ, მაგრამ ახლა ისე კარგად დახელოვდნენ რომ უკვე კარგად ართმევენ თავს.

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად ?

- ჩვენ ძალიან არ გვინდოდა რომ ონლაინ სწავლებაზე გადავსულიყავით, რადგან სასკოლო ცხოვრება და კლასში ჩატარებულ გაკვეთილს არაფერი სჯობს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, კოვიდ რეგულაციები, რომ არ მოგვიწიოს ისევ დისტანციური სწავლება. დირექტორებს ვურჩევდი მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები და რეკომენდაციები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები – სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“
 
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება