| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სახელოვნებო და სასკოლო წრეები უკვე გაიხსნა, თუმცა სკოლის სასადილოები კვლავ დაკეტილია; ყოველ შემთხვევაში ასეთია ოფიციალური ინფორმაცია და როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებისთვის გაცემულია რეკომენდაცია - „ბუფეტები“ იყოს დაკეტილი.
თუმცა, etaloni.ge-მ მშობლებისგან შეიტყო, რომ ზოგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კვების ობიექტი გახსნილია და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. რაც შეეხება კერძო სკოლებს, როგორც გვაცნობეს, იქ სრული განუკითხაობაა, სასადილოებში უშველებელი რიგებია, სადაც სოციალური დისტანციის დაცვაზე საუბარიც ზედმეტია.
როდის იხსნება სკოლის სასადილოები? - ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით „ბუფეტებზე“ შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება და სკოლებს აქვთ მითითება, კვების ობიექტები დაკეტილი იყოს.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, სახელმწიფოს მათ საქმიანობაში ჩარევის უფლება დიდად არ აქვს, თუმცა რეკომენდაცია მათზეც ვრცელდება; კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში კი როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლა 10000 ლარით ჯარიმდება.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას