სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ახალი ელჩი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
19-03-2021
-
+


2021 წლის 15 მარტს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ საქართველოში იტალიის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ენრიკო ვალვო  და ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მინერვას“ პრეზიდენტი, ქალბატონი მაია ჯიჯავა.

სტუმრებს უმასპინძლეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, განათლების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ.

ბატონმა ელჩმა დაათვალიერა უნივერსიტეტის განახლებული ინტერიერი, ბიბლიოთეკა, თავისუფალი სივრცე, ახალი ტექნიკით აღჭურვილი აუდიტორიები და ლაბორატორიები.

რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია და საუნივერსიტეტო დიპლომატია, როგორც როგორც საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის თვისობრივად ახალი ფორმა – მშვიდობის ახალი ქართული პარადიგმა: „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, არა მხოლოდ ქართული, არამედ გლობალური პრობლემის – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ახალი მოდელია, რამაც უნივერსიტეტის ტრანსფორმაცია და დამატებით, არასაუნივერსიტეტო რესურსის სახით, მეორე აუცილებელი სუბიექტის – დიპლომატის მოძიება და მასთან შერწყმა განაპირობა. ორი თავსებადი თვისობრიობის – უნივერსიტეტისა და დიპლომატიის ერთობამ ჩამოაყალიბა ახალი პარადიგმა „თეორიიდან ქმედებისკენ“, შექმნა საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის არა კლასიკური ან ფორმალური, არამედ, სრულიად ახალი სახეობა – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“, როგორც სისტემის შემქმნელი თავისთავადობა, პარადიგმა – მშვიდობის უზრუნველყოფის ახალი მეთოდოლოგია.

სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას, რომლის მიმართაც იტალიის სახელმწიფო ისტორიულად დიდ ინტერესს მუდამ იჩენდა და იჩენს, ბატონმა ზურაბმა აღნიშნა: ზემოთ ხსენებული კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენ კავკასიას განვიხილავთ, როგორც მხოლოდ კულტურულ-ცივილიზაციურ ერთობად. სამხრეთ კავკასიას კი სუვერენული სახელმწიფოებისგან შემდგარ იმ ერთიან რეგიონულ სივრცედ, რომელიც პრაქტიკულად არასოდეს დაკარგავს თავის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. მართალია იგი მისი შემადგენელი ქვეყნების, ხალხების საერთო სახლია, მაგრამ ისტორიული, ასევე მორალური თვალსაზრისით მათგან ერთადერთს, საქართველოს შესწევს უნარი გლობალური, რეგიონული და ნაციონალური ინტერესების ბედნიერ მორიგებაში ერთმანეთის შეუბღალავად შეცვალოს საკუთარი, ასევე მეზობელი სახელმწიფოების ბედი, გადამწყვეტი როლი ითამაშოს ახალი – ერთიანი რეგიონული მოდელის შექმნაში, ამ გზაზე კი დანარჩენებიც თანამონაწილენი გახადოს.

საქართველოში იტალიის სახელმწიფოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა დიდი ინტერესი გამოიჩინა აღნიშნული იდეებისადმი და რექტორს სამომავლოდ სხვადასხვა პროექტების სახით, პარტნიორობა შესთავაზა: „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ თავისი არსით, ძალზედ საინტერესო კონცეფციაა და თავადაც სიამოვნებით შეუწყობს ხელს მის განხორციელებას. ამასთანავე ბატონი ენრიკო ვალვოს ინიციატივით, ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იტალიის საელჩო და დიპლომატიური კორპუსი მიიღებს მონაწილეობას.

იტალიელი დიპლომატის თქმით, ის ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა, არაერთ უმაღლეს სასწავლებელს სწვევია სხვადასხვა რანგით, მაგრამ ყველაზე მეტად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტით მოიხიბლა, ამ სასწავლებელს და მის რექტორს საკუთარ მეგობრად მიიჩნევს.

შეხვედრაზე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულება ენრიკო ვალვომ განაცხადა, რომ

სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა უნივერსიტეტში განხორციელებულ შიდა თუ საერთაშორისო პროექტებზე. საერთაშორისო ასპარეზზე პარტნიორ უნივერსიტეტებთან განხორციელებულ ერთობლივ პროექტებზე, სსუ-ის საგარეო ურთიერთობებზე, გაცვლით პროგრამებსა თუ მიმდინარე საერთაშორისო ურთიერთობებზე. მან აღნიშნა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-იტალიური საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაცია „მინერვა“-ს ხელშეწყობით, გახსნილია იტალიური ენის სწავლების უფასო კურსები, რომელსაც უშუალოდ დოქტორი მაია ჯიჯავა ატარებს, ხოლო ბატონ ჯოვანი ჯაკომანტონიოს (ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციის, კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის „Minerva INTIS“-ს პრეზიდენტი) ხელშეწყობით, სსუ-ში გაიხსნა იტალიური ენის კაბინეტი.

ამ ურთიერთობების შედეგად, დაგეგმილია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავება და დამკვიდრება, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-იტალიურ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება