სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

თუ სტუდენტი ხარ, ამ წიგნების წაკითხვას სწავლის პარალელურად მოახერხებ
01-05-2018
-
+


ჩვენი რუბრიკის - 3 წიგნი, რომლის წაკითხვას სწავლის პარალელურად შეძლებთ - სტუმარი ამჯერად ანა ეხვაიაა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი.

გადატვირთული სტუდენტური გრაფიკის მიუხედავად, ანას მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად დრო ყოველთვის რჩება. 

„წიგნის კითხვა ძირითადად ბუნებაში მიყვარს. ეს პროცესი ძალიან მაბედნიერებს. მხატვრული ლიტერატურის კითხვას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ყოველთვის გამოვძებნი დროს, რომ რაღაც ახალი წავიკითხო. ჩემი საყვარელი წიგნი „პატარა უფლისწულია“. რამდენჯერმე მაქვს წაკითხული ეს ნაწარმოები და ყოველთვის მრჩება პასუხგაუცემელი კითხვები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მკაფიოდ და ნათალად არის ნათქვამი, რომ ეს წიგნი არის სიწმინდეზე, სიყვარულზე,“ - აღნიშნავს ანა ეხვაია.

დღეს ანას მის მიერ შერჩეულ 3 წიგნს გთავაზობთ.

1. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“

„პატარა უფლისწული“ ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა უფლისწულის პირით ჰყვება.

2. ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“

მდაბიოთა წრიდან გამოსულ, ბუნებით ხელოვან მარტინ იდენს მდიდარი, ბურჟუაზიული ოჯახის შვილი - რუთი უყვარს. უზარმაზარი ნებისყოფა, საკუთარი ძალებისადმი რწმენა და საყვარელ ადამიანზე ფიქრი შეაძლებინებს, გახდეს სახელგანთქმული მწერალი, მოიპოვოს სიმდიდრე და მაღალი საზოგადოების პატივისცემა... მაგრამ თანდათან ნათელი ხდება ამ საზოგადოების ანგარება და სულიერი სიღატაკე. რუთის - იდეალური და სუფთა ასულის სახეც მხოლოდ მის მიერ შექმნილი ილუზია აღმოჩნდება...

3. თეოდორ დოსტოევსკის „იდიოტი“

თეოდორ დოსტოევსკი ის ავტორია, რომელის გარეშეც არ არსებობს მსოფლიო ლიტერატურა, მისი წიგნები ნათარგმნია 170-ზე მეტ ენაზე, გაყიდულია 15 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი, მისმა შემოქმედებამ გავლენა მოახდინა ისეთი განსხვავებული ჟანრის მწერლებზე როგორებიც იყვნენ ანტონ ჩეხოვითა თუ ჯეიმზ ჯოისით, ერნესტ ჰემინგუეი თუ ჟან-პოლ სარტრი... რომანის მთავარი გმირი, ოცდაექვსი წლის თავადი ლევ მიშკინი შვეიცარიის ერთ-ერთ სანატორიუმში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთში ბრუნდება. გულუბრყვილობისა და ბუნებრივი ხასიათის გამო სანკტ-პეტერბურგის საზოგადოება მას შეიძულებს. მოულოდნელად იგი აღმოჩნდება კოხტად შენახული ქალისა (ნასტასია) და სათნო, კოხტა ახალგაზრდა გოგოს (აგლაია) ბრძოლის ცენტრში; ბრძოლა მისი სიყვარულის მოსაპოვებლად მიმდინარეობს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება