სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარელისის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა
26-02-2021
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში ოკუპაციის დღე აღინიშნა.

სკოლის ინფორმაციით, ისტორიის სასკოლო კლუბის ორგანიზებით, დაიგეგმა და განხორციელდა ოკუპაციის კვირეული.

„კვირეულის პროგრამა დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობით, კერძოდ: ლექცია-საუბრები კლასის დამრიგებლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის მონაწილეობით;

ვიქტორინა, რომელიც განხორციელდა დირექციისა და საზოგადოებრივი კათედრის ორგანიზებით;

ასევე, ნახატებისა და ესეების კონკურსი, ისტორიის წრის წევრების მიერ შექმნილი იქნა პოსტერი.

დღეს კვირეულის შეჯამების დასკვნითი დღე იყო.

ისტორიის პედაგოგის, ინგა ვეფხვაძის ხელმძღვანელობით, ისტორიის სასკოლო კლუბის წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა საინტერესო, ამაღელვებელი, მრავალფეროვანი, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებული ღონისძიება, რომელმაც ყველა გააერთიანა.

ხმაშეწყობილად გაჟღერდა საქართველოს ჰიმნის ფონზე საქართველოს თავისუფლების სიმფონია. მოსწავლეები წარსულის გმირობის მაგალითებს გვახსენებდნენ, მსჯელობდნენ, ლექსებითა და სლოგანებით გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას თავისუფლების იდეისადმი.

ასევე, წარმოდგენილი იქნა ხელოვნების პედაგოგის, მაკა ბუაჩიძის მიერ მომზადებული კოლაჟი მოსწავლეთა ნახატების მიხედვით. თითოეული ნახატის იდეა და თემა იყო სამშობლოს სიყვარული და თავდადება, თავისუფლების ღაღადი. სკოლის დირექტორმა დიპლომებით, სიგელებით და სათანადო საჩუქრებით დააჯილდოვა მონაწილე მოსწავლეები. მადლობა თითოეულ პედაგოგს, მოსწავლესა და დირექციის ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი თარიღის ღირსეულად აღნიშვნაში.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გარემოს, ასეთი შესანიშნავი სკოლის ნაწილი ვარ. მიუხედავად ალტერნატიულ ფართში სწავლის პროცესისა, სკოლას არ აკლია არც აქტიურობა და არც სათანადო სასკოლო ეფექტური გარემო. წარმატებები“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება