სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობლიურ სიტყვის ნათელი!“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური გზავნილები
23-02-2021
-
+


მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, მოეწყო პროექტი, რომელიც ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასაც ეხებოდა და რომელშიც ლადო ასათიანის სახელობის, ბარდნალის საჯარო სკოლამ თავის სიტყვა ხმამაღლა და ღირსეულად წარმოთქვა. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი კი ღონისძიებას საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი წერილით გამოეხმაურა:

რომ არასოდეს დავკარგოთ „მშობლიურ სიტყვის ნათელი!"

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა!

სწორედ ამ დღეს მიეძღვნა ჩვენი დღევანდელი აქტივობა, რომელიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით დაიგეგმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის"

ფარგლებში კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით ვახორციელებთ სასკოლო პროექტს „ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი!"

დღევანდელ აქტივობაზე - ქართულ-ებრაული კულტურული დიალოგის ფურცლები -- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩვენი, ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის, მოსწავლეებისათვის მოეწყო ონლაინგამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილი იყო მეათე საუკუნის ებრაული ხელნაწერის, ლაილაშის ბიბლიის ფაქსიმილური გამოცემა, ებრაული თორები, „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ნუსხა და „ვეფხისტყაოსანი“.

შეხვედრას უძღვებოდა ხელნაწერთა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო სამსახურის უფროსი, ისტორიკოსი, ქალბატონი ნესტან ბაგაური.

შეხვედრა ძალზე წარმომადგენლობითი იყო და მას ესწრებოდა ბევრი საპატიო სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ საერთაშორისო ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ პრეზიდენტი, ქალბატონი თიკა სვანიძე-ვენკო, განათლების სამინისტროს პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ ხელმძღვანელი, ქალბატონი ციცია გაგნიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ლიდერობის ექსპერტი ქალბატონი მაკა გრძელიშვილი, ისრაელის საელჩოს, ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები, სკოლის დირექციები.

ხაზი გაესვა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას, ჩვენი ერის ტოლერანტულ ბუნებას და ეთნიკურად თუ რელიგიურად განსხვავებულ ადამიანთა კულტურული თანაცხოვრების აუცილებლობას.

ნანახმა და მოსმენილმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

დიდი მადლობა ყველა მათგანს, განსაკუთრებით კი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და მის თანამშრომელს, ჩვენი სკოლის პარტნიორსა და მეგობარს, ქალბატონ ნესტან ბაგაურს!

ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს დიდებულ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც

საუკუნეებს ითვლის, ღირსეული გამგრძელებელი ეყოლება ჩვენი მომავალი თაობის სახით!

ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის სახელით

გილოცავთ მშობლიური ენის დღეს!

სასკოლო პროექტის „ადამის მოდგმა ერთმანეთის არის ნაწილი“ ერთ-ერთ აქტივობაზე, რომელიც 21 თებერვალს, მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, საპატიო სტუმარი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალ „ენა და კულტურას“ რედაქტორი, ქალბატონი მანანა მიქაძე, ბარდნალის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელი მართა ვეკუა და მეთორმეტეკლასელი სალომე ომანაძე შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ:








კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება