სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გამოქვეყნდება უფასო ფაკულტეტების სია და შეიცვლება თუ არა რეგისტრაციის პროცედურა აბიტურიენტებისთვის პანდემიის გამო?
23-02-2021
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე ცენტრის მიერ ორგანიზებული სხვა გამოცდებისთვისაც, რომელიც ზაფხულში უნდა გაიმართოს მარტის დასაწყისში გამოცხადდება.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ცნობარი. უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი კი აგვისტოში გახდება ცნობილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტები ყურადღებით გაეცნონ ცნობარს, რომელიც სულ მალე განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე. ასევე ინსტრუქციები რეგისტრაციისთვის.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია სრულად ელექტრონულად ხდება. სხვა განსაკუთრებული ცვლილება აბიტურიენტებისთვის არ არის.

რაც შეეხება უფასო ფაკულტეტების სიას, ამას მთავრობა ამტკიცებს და როგორც წესი აგვისტოში ხდება ხოლმე ცნობილი. ამ ეტაპზე არ არის გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, თუმცა წინა წლების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის ამ სიაში და მათ შეუძლიათ 2020 წლის ჩამონათვალით ისარგებლონ“, - განაცხადა გორგოძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება