სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სახალისო-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა
22-02-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელს ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, სკოლა-ლიცეუმმა „ცოდნამ“ (დირქეტორი - ნაზი ნადირაძე. თბილისი, ავჭალა; დ.სარაჯიშვილის 108) სასწავლო პროცესი მეტი მონდომებით, მუდმივი სიახლეებით, გაძლიერებული რესურსებითა და აქტივობებით განაახლა.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახალისო-შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა მიიღეს I საფეხურის მოსწავლეებმა (დამრიგებლები: ნია დათუკიშვილი, სალომე ქევხიშვილი, თამარ ოქრიაშვილი, ირინა დოლიძე).

„I ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი - ნია დათუკიშვილი) წარმოადგინეს პროექტი „მე ვიცი კითხვა“, რუბრიკით - „ პოეზია უპირველეს ყოვლისა“... წასაკითხად შერჩეული იყო მცირე ზომის ლექსები, მოტივაციის შესაქმნელად.

მოსწავლეებმა წაიკითხეს: ანა კალანდაძის, ნოდარ დუმბაძის, მაყვალა მრევლიშვილის, ლადო ასათიანის, გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ ნონეშვილის და სხვა პოეტების ლექსები.

I ბ კლასის დამრიგებელი, სალომე ქევხიშვილი, პატარებს პირველი დღიდან უნერგავს კითხვის სიყვარულის და ამ პროცესს აქცევს ზღაპრულ თავგადასავლად.

დამრიგებელმა შეარჩია თინათინ ლომთაძის ზღაპარი ,,მელანო და ვირუსი“ მოსწავლეებმა, უსაზღვრო ნიჭის დახმარებით, არაჩვეულებრივად შეძლეს თავის წარმოჩენა და მოირგეს სხვადასხვა როლი. მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა იყო. მოსწავლეებმა შეძლეს ვირუსის არსის გაგება და გაიაზრეს, თუ რას იწვევს ის ორგანიზმში; ისწავლეს მისი თავიდან აცილების გზები. ზღაპრის გმირის, ექიმი ამელის საშუალებით ნაკლებად საშიში გახდა ბავშვებისთვის ერთი შეხვედვით ვერაგი ვირუსი და მიხვდნენ, რომ მათ ძალა ყოველთვის გააჩნიათ ვირუსის დასამარცხებლად. ზღაპრის პატარა ჯადოსნობა გაუზიარეს თანატოლებს და მათთვისაც შთამბეჭდავი გახადეს კითხვის სასიამოვნო პროცესი. მოსწავლეებისთვის ახლა მეტად უსაფრთხოა სკოლაში დაბრუნება, რადგან ვირუსის შესახებ ბევრი რამე შეიტყვეს. ისინი ბედნიერებით აღსავსე ელიან გაკვეთილების საკლასო ოთახში გაგრძელებას და ახალ თავგადასავლებთან შეხვედრას.

Iგ კლასმა წარმოადგინა პროექტი „ადამიანი სრულქმნილი ხდება წიგნის კითხვით“, კლასის დამრიგებლის, თამარ ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით.

პატარა „ცოდნელებმა“ დედაენიდან წაიკითხეს მცირე მონაკვეთები და ზეპირად წარმოთქვეს საინტერესო გამონათქვამები წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. მათ გამოავლინეს სწორი, გამართული კითხვის  და ზეპირმეტყველების უნარი.

I დ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ირინა დოლიძის ხელმძღვანელობით, არაერთ საინტერესო წამოწყებაში მიიღეს მონაწილეობა, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. მიზანი უცხო ლექსიკური ერთეულების შესწავლა და სამეტყველო ერთეულად გამოყენება იყო: ,,Foreign Language at the Elementary level“;  ,,An effective method of learning a foreign language“; ,,Mini presentation in the animal world“.

სკოლა-ლიცეუმი ,,ცოდნა“ არაერთ საინტერესო სიახლეს გეგმავს აღსაზრდელებისთვის.

„სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ მოსწავლეების გულში მუდამ სითბოს აღვივებს გამორჩეული ფუსფუსისა და სასიამოვნო გარემოს მეშვეობით. ბავშვებისთვის სწავლის რთული და დამღლელი პროცესი - საინტერესო გამოწვევად იქცა შრომისმოყვარე მასწავლებლების დამსახურებით. პედაგოგები გამოირჩევიან სახალისო და სასარგებლო აქტივობებით, ამიტომ  მოსწავლეებს სკოლისაკენ მიმავალ გზაზე მუდამ მიეჩქარებათ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეოები:












კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება