სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთ კვირაში სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს
21-02-2021
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის მიზანია, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა საჭირო აღარ გახდეს.

„მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.

შესაბამისად, ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშუალება საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი”, - განაცხადა ჩხენკელმა.

მანვე აღნიშნა, რომ სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„სწორედ ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid-19 სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან, ინფექცია მხოლოდ 0.03%-ს გამოუვლინდა.

15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან.

სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა, პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ერთად კვირის განმავლობაში 40-მდე სკოლა მოინახულეს, საიდანაც სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით რეკომენდაცია მხოლოდ 3 სკოლას მიეცა. მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრების მიერ სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებული, კერძოდ, დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს”, - აღნიშნა ჩხენკელმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება