სიახლეები
სიახლეები

„სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო არის აუდიტორია“ - მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტების უნივერისტეტში დაბრუნების შესახებ ისაუბრა
21-02-2021
-
+


პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ როგორც კი ეპიდვითარება მთავრობას საშუალებას მისცემს სტუდენტები უნივერსიტეტებში დაბრუნდებიან.

„Covid-19 პანდემიის პირობებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებენ ძირითადად დისტანციურ ფორმატში, გარდა მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ-ლაბორატორიულ-კლინიკური კომპონენტებისა. შეფასების სისტემა მოდიფიცირდა ელექტრონული სწავლების ფორმატის შესაბამისად, აქვე ერთხელ კიდევ აღვნიშნავ, რომ რასაკვირველია, სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო არის აუდიტორია, როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს სტუდენტები უნივერსიტეტებში დაბრუნდებიან“,- აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზე მუშაობაც სამინისტროში აქტიურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს.

მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სამინისტროს მხრიდან აქტიურად ხორციელდება სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები.

მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოცულობის განსაზღვრას „თვლად კრიტერიუმებზე“ დაფუძნებული ფორმულით. რეგიონული უნივერსიტეტების ხელშეწყობისთვის კი გათვალისწინებული იქნება მიზნობრივი სპეციალიზაციის ინდიკატორი, რაც რეგიონში გამოკვეთილი პრიორიტეტული დარგების დაფინანსებას გულისხმობს. ამასთან, სპეციალური მიდგომები იქნება გათვალისწინებული სახელოვნებო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისას.

გარდა ამისა, საქართველო მომზადდება Erasmus+ პროგრამულ ქვეყნად, რის შედეგადაც ქვეყანას გაეხსნება წვდომა პროგრამის ყველა კომპონენტზე. ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება. ამასთანავე, დაგეგმილია იუსტიციის სამინისტროსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს იუსტიციის სამინისტროში სტუდენტების პრაქტიკული საქმიანობის აკადემიურ პროგრამებში ინტეგრირებას.

რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეიქმნა და პირველი სტუდენტები მიიღო ქართულ-ფრანგულმა უნივერსიტეტმა. რეგიონში პირველად თსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიიღო. გაფართოვდა აკადემიური მობილობის ხელშემწყობი პროგრამები: ERASMUS+, Fulbright, DAAD.

იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დაარსდა, რომელიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განხორციელებას.

ჩხენკელის განცხადებით, Covid-19 პანდემიის პირობებში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ უმაღლესი სასწავლებლები უმოკლეს დროში გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე.

სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 150 000 და ნაკლები ქულით, მიიღეს სოციალური დახმარება 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურით დასაფინანსებლად. სოციალური დახმარებით ისარგებლა 15000-ზე მეტმა სტუდენტმა და მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს ასევე დაუფინანსდათ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ეროვნული გამოცდები ჩატარდა არა მხოლოდ დადგენილ ვადებში, არამედ მაღალორგანიზებულად და უსაფრთხოების სრული დაცვით. 2021 წელსაც ეროვნული გამოცდები ასევე უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

მეცნიერების მიმართულებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სამეცნიერო სივრცე პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“, რომელშიც მონაწილეობა ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქმა
მიიღო.

ქართველ მკვლევართა გადამზადების, მეცნიერების მენეჯმენტის მიმართულებით, დაგეგმილია „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის“ დაფუძნება და ქვეყნის მასშტაბით 8 ახალი საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ამოქმედება. ევროკომისიის კვლევისა და
ინოვაციის პროგრამის „Horizon-2020“- ის ფარგლებში მუშავდება 1.5 მლნ ევროს ღირებულების პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც 60 ქართველი მკვლევარის მობილობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

მიმდინარეობს მზადება Horizon Europe-ის პროგრამისთვის, რაც საქართველოს გაუხსნის გზას ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მეცნიერების შემდგომი განვითარების მიზნით, დაგეგმილია როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსების დაფინანსების გაზრდა; საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტის გაძლიერება; ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის განახლებული კონცეფციითა და გაორმაგებული ბიუჯეტით გამოცხადება.


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

პედაგოგები და აღმზრდელ-მასწავლებლები ფულად ჯილდოს მიიღებენ - მუნიციალური ბიუჯეტი

სკოლებისა და უმაღლესების ავტორიზაციის ვადებს ცვლილებები შეეხებათ? - კანონში ცვლილებების განათლების კომიტეტი განიხილავს

ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა გაიზარდა - ცვლილებები კანონში 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს

სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ქეთევან თევდორაშვილმა
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება