სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მალე განათლების ახალი მინისტრი დაინიშნება? - ჩაანაცვლებენ თუ დატოვებენ მიხეილ ჩხენკელს
18-02-2021
-
+


პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილება უკვე გაგვაცნო. რაც იმას ნიშნავს, რომ დაინიშნება ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბუნებრივია, ახალი მინისტრთა კაბინეტი უნდა დააკომპლექტოს და შესაბამისად, დღეიდან ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახლავთ.

კანონის თანახმად, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

გადაგდება ყველა, მათ შორის, განათლების მინისტრიც, თუმცა საინტერესოა, ისევ მიხეილ ჩხენკელი გააგრძელებს განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას, თუ ახალი მთავრობის ახალი მეთაური სხვა კანდიდატურით ჩაანაცვლებს მას. სხვათა შორის, მანამდე იყო საუბარი თეა წულუკიანის გამინისტრებაზე, მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ გავრცელდა ვარაუდი, რომ იგი კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, მას შემდეგ, რაც კულტურა და სპორტი განათლებას გამოეყოფოდა.

ახლა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაშლა მარტივ მამრავლებად, დროში გაიწელა და არაა გამორიცხული, ეს ყველაფერი სწორედ თეა წულუკიანის გამინისტრებით დასრულდეს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი საკმაოდ ხისტი მიდგომებით ხელმძღვანელობს პარლამენტის განათლების კომიტეტს და სამინისტროსაც - მინისტრით დაწყებული, მოადგილეებით დასრულებული - ქმედით ნაბიჯებს სთხოვს.

ეს ყველაფერი, ჯერჯერობით, ვერსიის დონეზეა და ვნახოთ, ვის ჩააბარებს ახალი პრემიერი განათლების მინისტრის პორტფელს, მანამდე კი მოვალეობის შემსრულებელი კვლავ მიხეილ ჩხენკელია და არც ისაა გამორიცხული, კვლავ მან ჩაიბაროს მინისტრის პორტფელი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება