სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლე თავლიდან, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი მოიცვა, ცნობილი მომღერლის შვილია
05-02-2021
-
+


დღეს სოციალური ქსელი ერთმა ფოტომ თავდაყირა დააყენა - ბიჭი, ონლაინ-გაკვეთილზე თავლიდან ერთვება და მასწავლებელს რომ უპასუხოს, ხელს მორიდებულად იწევს... ფოტოს მაშინვე საოცარი გამოხმაურება მოჰყვა, ვინც იცნობს წარმატებას უსურვებდა ბიჭსა და მის ოჯახს, ზოგმა ისიც დაწერა - თუ ოდესმე კარანტინში გადაღებული ფოტოების გამოფენა მოეწყობა, ეს N1 იქნებაო...

მართლაც, ფოტო ისეთია, გულს რომ გაგითბობს და სულს აგიფორიაქებს -  სკოლას მონატრებული პატარა ბიჭი, რომელსაც პანდემია სწავლაში ხელს ვერ უშლის.

მაგრამ ვინაა ეს ბავშვი? – Etaloni.ge- გაარკვია, რომ იგი ილია გოგაშვილია, ანსამბლ „ჩვენებურების“ წევრის, სოლომონ გოგაშვილის შვილი. ფოტო კი მამამ ჩუმად გადაუღო, ბუნების გაკვეთილზე.

Etaloni.ge სოლომონ გოგაშვილს დაუკავშირდა:

- ტრადიციული, ქიზიყური ოჯახი გვაქვს... ილია თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს. მართალია, ბაღში არბოშიკში დადიოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, აქ სხვადასხვა წრე არ არის, თბილსიში მოუწია სწავლა... მხოლოდ ესაა მიზეზი, თორემ არბოშიკი მისთვის საოცნებოა... მარტივად რომ გითხრათ - არბოშიკელობს. ძალიან უყვარს აქაური ყოველი კენჭი... გაკვეთილამდე ღობის გავლებაში მეხმარეობდა, საკუთრი ხელით ამზადებს საჭმელს... გადარეულია აქაურობაზე.

- სოფელს ნამდვილად გაუთქვა სახელი და ისე, ბატონო სოლომონ, შვილმა თქვენც ბევრად პოპულარული გაგხადათ, ვიდრე აქამდე იყავით.

- ასე გამოვიდა... „ჩვენებურების“ წევრი, ასევე არტ-გენის ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლავართ, თუმცა ილიამ ნამდვილად ბევრად პოპულარული გამხადა... და ვფქრობ, ასე ნამდვილად სჯობს!

- თვითონ თუ მღერის?

- გამართული სმენა აქვს, უკრავს, თუმცა ძალიან მორიდებულია...

- ის თუ იცის, მასზე მთელი საქართველო რომ საუბრობს დღეს?

- ფოტო ჩუმად გადავუღე... სათივეში თავისი ინიციატივით ავიდა - ბუნების გაკვეთილს თემატურად მოუხდებაო. ფოტო კიბიდან, ჩუმად გადავუღე. ახლა, რომ ვუთხარი, ძალიან პოპულარული გახდი და შესაძლოა ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვით მოგმართონ კიდეც-თქო - უარი თქვა, არ მინდაო, თუმცა გაიღიმა და მივხვდი, რომ პოპულარობა ესიამოვნა.

ჯერ ბოლომდე ვერ ხვდება ამ ყველაფერს, ძალიან გულუბრყვილოა და ტელეფონთანაც ისე არ მეგობრობს, სოციალურ ქსელში ერთვებოდეს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ილიას ფოტოზე ასეთი გამოხმაურებისა და კეთილი სურვილებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება