სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021 - „ეტალონის“ გუნდმა უპრეცედენტო LIVE პროექტი დაიწყო
01-02-2021
-
+


31 იანვარს, „ეტალონმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო - ონლაინ-თამაში „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021, რომელიც „ზუმის“, „ეტალონის“ კითხვების მეთოდოლოგიისა და izrune.ge- მაღალი ტექნოლოგიების შერწყმის საფუძველზე შეიქმნა.

პროექტმა პირველივე დღეს დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მონაწილეთა რაოდენობა მეტყველებს - კონკურსში 64 აბიტურიენტი ჩაერთო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

„აბაშა, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ახალქალაქი, ახალციხე, ახმეტა, ბოლნისი, ბორჯომი, გარდაბანი, თერჯოლა, ლაგოდეხი, მარტვილი, რუსთავი, თბილისი, ხარგაული, წალკა...  ასეთი რამ მსოფლიო სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში არ მომხდარა!“ - ასე დაიწყო გადაცემა პროექტის სულისჩამდგმელმა, გოჩა ტყეშელაშვილმა და დასძინა, რომ „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ს ანალოგი არ აქვს.

გადაცემის საპატიო სტუმარი პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი გახლდათ, რომელმაც განაცხადა:  „ყოველთვის ვგულშემატკივრობდი „ეტალონს“ იმიტომ, რომ ესაა მართლაც ნოვატორული პროექტი საქართველოს მასშტაბით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ღია ეთერში ამდენი ადამიანი მონაწილეობს“.

როგორც გოჩა ტყეშელაშვილმა დააანონსა, რომ პირველ სამეულს, დიპლომების, ტიტულისა და აღიარების გარდა, ექნება მის მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებელში წერილობითი რეკომენდაცია/შუამდგომლობა; თაკო ჩარკვიანმა კი დასძინა, რომ პირადად, პირველ ადგილზე გასულ აბიტურიენტს, საუკეთესო ხარისხის ლეპტოპს გადასცემდა: „ეს საჩუქარი იმისთვისაა საჭირო, მოსწავლეებს ჰქონდეთ მოტივაცია, თავდაუზოგავად იშრომონ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“.

კონკურსის დაწყებიდან უმცირეს დროში ტესტი უკვე 10 მონაწილე აბიტურიენტს ჰქონდა გავლილი და სანამ სიტყვა დაასრულა, მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ნიჭიერები ვართ, - ეს ფრაზა თითოეული მონაწილის მიმართ იყო ნათქვამი; ასევე  დიდი სიამაყით წარუდგინა საზოგადოებას პირველ სამ ადგილზე გასული აბიტურიენტები, რომლებმაც Etaloni.ge-სთან საკუთარი აზრი გამოთქვეს ახალ პროექტთან დაკავშირებით და გამარჯვების ემოციებიც გაგვიზიარეს:

დავით ჩიტაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის, შილდის N2 საჯარო სკოლა:

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი პროექტისთვის, რადგან მოგვეცა საშუალება, პანდემიის გამო ჩაკეტილობა გაგვეხალისებინა და რაც მთავარია, დისტანციური სწავლების გამოცდილება მიგვეღო. ტექნიკური თვალსაზრისითაც ყველაფერი გამართული იყო და სიმართლე გითხრათ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ნამდვილად არ მოველოდი ასეთ ხარისხს. რაც შეეხება პირველ ადგილს, ესეც დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის რადგან „ეტალონში“ მონაწილეობა ადრეც მიმიღია, თუმცა ასეთ შედეგებზე ვერ გავსულვარ. პირველმა ადგილმა ძალიან გამახარა და თაკო ჩარკვიანის საჩუქარი კი კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა გახლდათ ჩემთვის“.

ქეთი ბაიდაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკობიანოს საჯარო სკოლა:

„პროექტი უდავოდ განსხვავებული იყო და ასევე ორიგინალურად წარიმართა. მიხარია, რომ „საქართველოს აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის პირველივე გადაცემაში მივიღე მონაწილეობა და ამ ისტორიულ დღეს, საკუთარი წვლილი შევიტანე. პროექტი საინტერესო და შემეცნებითი იყო, თუმცა მეორე ადგილს ნამდვილად არ ველოდი და ძალიან გამიხარდა“.

საბა ცირდავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა:

„პროექტი მონაწილეობამ გამოცდილება უდავოდ შემძინა, თუმცა გული მწყდება, რადგან სამწუხაროდ, შუქი ჩაქრა და არ მომეცა საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე წარმომეჩინა. გარემოებას ხელი რომ შეეწყო, ვინ იცის, იქნებ უკეთესი შედეგიც მეჩვენებინა, თუმცა ასეთ კონკური მესამე ადგილი ნამდვილად არ არის ცუდი“.  

იხილეთ „აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის 31 იანვრის კონკურსის მონაწილეთა სრული სია:

„აბიტურიენტთა თანავარსკვლავედი 2021“-ის LIVE, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება