სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

აკრძალვები, რომლებიც გახსნილ სკოლებში რჩება
29-01-2021
-
+


1 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა იხსნება და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა. თუმცა გახსნილ სკოლებს გარკვეული რეგულაციების დაცვა მოუწევთ და აქ მხოლოდ თერმოსკრინინგსა თუ დეზინფექციაზე არ არის საუბარი.

საინტერესოა, როგორ ჩატარდება სპორტის გაკვეთილები? აღდგება თუ არა სკოლებში სახელოვნებო წრეები? გაიხსნება თუ არა ბუფეტები? დაუშვებენ თუ არა ექსკურსიებს?

ამ კითხვებით, Etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ყველა ზემოჩამოთვლილი საკითხი კვლავ ღია რჩება, უფრო სწორად, სპორტის გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში არ წარიმართება, არც სკოლის სასადილოების გახსნა იგეგმება და რა თქმა უნდა,  ექსკურსიებიც არ არის დაშვებული; ხოლო რაც შეეხება სახელოვნებო წრეებს, ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო იმსჯელებს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასე რომ, გახსნილ სკოლებშიც იმოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, რომელთა მოხსნა ჯერჯერობით არ იგეგმება; ყველა სამომავლო გადაწყვეტილება კი, მხოლოდ და მხოლოდ, ეპიდსიტაციაზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება, კონკრეტულ წესებს, რომელთა დაცვაც სკოლებისთვის აუცილებელია. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • მოსწავლეებს შორის 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა;
  • შენობაში შემსვლელი ყველა პირისთვის პირბადის სავალდებულო ტარება, გარდა მოსწავლისა;
  • შენობაში ნებისმიერი პირის დეზობარიერის გავლით, თერმოსკრინინგისა და ხელის დეზინფიცირების შემდეგ შესვლა;
  • პირბადეების რეზერვის სკოლებში არსებობა;
  • სველი წერტილების სანიტარული დამუშავება ყოველი დასვენების შემდეგ;
  • ცვლებს შორის ნახევარსაათიანი შესვენება, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო სარგებლობის ფართების სანიტარული დასუფთავება და განიავება;
  • სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე მოსწავლეებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • ოთახების განიავება გაკვეთილებს შორის დასვენებებზე;
  • ხშირად შესახები ზედაპირების სანიტარული დამუშავება.

იხილეთ ასევე:

1 თებერვლიდან ტრანსპორტი ამუშავდება და სკოლები გაიხსნება - ცვლილება 5 დიდ ქალაქს ეხება

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში საჯარო სკოლები 1 მარტიდან გაიხსნება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება