სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ვეძებ პედაგოგიური განათლების ძიძას“ - როგორ შეუცვალა მასწავლებელს დანიშნულება პანდემიამ
14-02-2021
-
+


კოვიდპანდემიამ მსოფლიოში ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. კორონას საცეცები განსაკუთრებით ცუდად, ჯანდაცვის შემდეგ, საგანმანათლებლო სექტორს შეეხო და აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, პედაგოგები და მოსწავლეები კომპიუტერებს მიაჯაჭვა. თუმცა როგორც ირკვევა, ეს კიდევ არაფერი - ონლაინ-სწავლებამ ახალი მოთხოვნები წარმოშვა.

„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა პედაგოგიური განათლების მქონე ძიძის მოთხოვნა. დისტანციური სწავლის პირობებში ბავშვზე ზრუნვის მიზნით. თუ გაქვთ სურვილი ამ პოზიციაზე დასაქმდეთ, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ“, - ინტერნეტში ამ განცხადებას წავაწყდი და სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა იმიტომ, რომ გამოდის, პედაგოგებს ახალი დანიშნულება მოუძებნეს და მშობლებმა გადაწყვიტეს, შვილებს ისეთი ძიძები მოუნახონ, რომლებიც ბავშვებს თან გაკვეთილებზე დასწრებას დაავალდებულებენ, დავალებებს შეასრულებინებენ, ონლაინ-რესურსებში იმდენად გარკვეულები იქნებიან, რომ თიმსშიც აატვირთვინებენ. მარტივად რომ ვთქვათ, პერსონალურ მასწავლებელზე გაჩნდა მოთხოვნა, ისეთზე, როგორებიც ძველ დროში, გუვერნანტები იყვნენ და ამ ძიძა-მასწავლებელმა თან ბავშვი უნდა ამეცადინოს, თან სხვისი სახლი ალაგოს, სარეცხი რეცხოს, საჭმელი ამზადოს და ამ დროს, არც კი ვფიქრობთ, როგორ ვაკნინებთ ამით მასწავლებელს, მერე კი გვიკვირს, რატომ გაუფასურდა ეს პროფესია.

ამასთან, აღსანიშნავია რომ ასეთი მოთხოვნა სკოლების გახსნის შემდეგაც აქტუალურია, რადგან რიგი სამსახურები, კვლავ ონლაინ ამუშავებენ თანამშრომლებს, შესაბამისად, სახლიდან მუშაობის პირობებში, მშობლები ბავშვების მისახედად ვერ იცლიან. გარდა ამისა, დავალებების გადაგზავნა, მოსწავლეებს კვლავ თიმსში ევალებათ, ამიტომაც მასწავლებელი-ძიძა კვლავ არ დაკარგავს აქტუალობას. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება