სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგები მასწავლებლის სახლს მიმართავენ - რას ითხოვენ უფროსი მასწავლებლები ზესტაფონიდან
21-01-2021
-
+


მოგვეცით შესაძლებლობა ზაფხულამდე გარე დაკვირვებისთვის დაწესებული 5 გაკვეთილის გეგმა წარმოვადგინოთ და ჩაგვიტარდეს გარე დაკვირვება - ასეთია იდეა, რომლითაც უფროსი პედაგოგები მასწავლებლის სახლს მიმართავენ. 

როგორც ზესტაფონელი პედაგოგები აღნიშნავენ, წამყვანის სტატუსის მისაღებად ზაფხულში დაპირებულ გამოცდაზე გასვლას ელოდნენ, რომელიც ორი წლით გადაიდო და ახლა ამ თხოვნის დაკმაყოფილების იმედი აქვთ.

„დარწმუნებულნი თქვენს სამართლიანობასა და გულისხმიერებაში, გწერთ ამ წერილს. ორივე გამოცდა - საგანში და პედაგოგიურ უნარებში ჩაბარებული გვაქვს 10-10 კრედიტზე. წამყვანის სტატუსის მისაღებად ველოდებოდით გასულ ზაფხულს დაპირებულ გამოცდაზე გასვლას, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ, ორი წლით გადაიდო. ჩვენი „დანაშაული“ კი მხოლოდ ის არის, რომ გამოცდით გვინდოდა ჩვენი კომპეტენციის დადასტურება. დიდი თხოვნა გვაქვს თქვენს მიმართ, დაიცვათ სამართლიანობა. თანაბარ პირობებში ჩაგვაყენოთ იმ პედაგოგებთან, ვინც დღემდე სხვადასხვა საშუალებებით აიმაღლეს სტატუსი. მოგვეცით შესაძლებლობა - ამ წლის ზაფხულამდე გარე დაკვირვებისთვის დაწესებული 5 გაკვეთილის გეგმა წარმოვადგინოთ და ჩაგვიტარდეს გარე დაკვირვება. მადლობას გიხდით მოსმენისთვის. ველოდებით თქვენს სამართლიან გადაწყვეტილებას. პატივისცემით, პედაგოგები ზესტაფონიდან“ - წერენ პედაგოგები მასწავლებლის სახლს.

აღსანიშნავია, რომ სტატუსის ამაღლების შანსის 2022 წლამდე გადავადებას, სხვა პედაგოგებიც აპროტესტებენ და ზესტაფონელი მასწავლებლების მოსაზრებას ბევრი უერთდება, თუმცა საჯაროდ, ჯერ მხოლოდ მათი ინიციატივა გამოქვეყნდა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება