სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამიჭირდება ვთქვა, რომ ტექნიკური აღჭურვილობა ყველას მოწესრიგებული აქვს“ - დგებუაძე დისტანციურ სწავლაში ჩართულ მოსწავლეებზე
19-01-2021
-
+


საქართველოს 10 ქალაქში სწავლა დისტანციურად განახლდა. აქვს თუ არა ყველა მოსწავლეს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ ონლაინ სასწავლო პროცესში იყოს ჩართული? - etaloni.ge-ის კითხვაზე განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ გვიპასუხა, რომ გაუჭირდება იმის თქმა, რომ ყველა მოსწავლეს აქვს მოწესრიგებული ტექნიკური აღჭურვილობა.

„მუდმივად ხდება ამაზე აქცენტის გაკეთება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბარია საქართველოში არსებულ 10 დიდ ქალაქზე. დააახლოებით 1700-მდე სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი განახლდა საკლასო ოთახში და ჩვენს მოსწავლეებს სოფლად შესაძლებლობა ექნებათ არა დისტანციურად, არამედ საკლასო ოთახებში განაახლონ სწავლა.

ეს არის კვლევის ნაწილი. ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მუდმივად ატარებს კვლევას. გამიჭირდება ვთქვა, რომ ამ ქალაქებში არსებული ყველა მოსწავლეს ტექნიკური აღჭურვილობა მოწესრიგებული აქვს, თუმცა არაერთხელ ვთქვით და დღესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ განსხვავებული ხელმისაწვდომი სერვისები შექმნა განათლების სამინისტრომ“, -განაცხადა ეკა დგებუაძემ.

იხილეთ ასევე: მეორე სემესტრში საჯარო სკოლებში შერეული ფორმატით ისწავლიან - სად დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს და სად გაგრძელდება ონლაინ სწავლება?

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება