სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ადამიანები, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან აღირიცხებიან - სპეციალურ რეესტრს ესპანეთი ქმნის
08-01-2021
-
+


ესპანეთის მთავრობა იმ ადამიანების აღრიცხვას დაიწყებს, რომლებიც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან. რეესტრში შევა ინფორმაცია, თუ რა მიზეზით ამბობს ადამიანი ვაქცინაციაზე უარს. რეესტრზე წვდომა კი ევროკავშირის ყველა ქვეყანას ექნება.

ამის შესახებ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ ტელეარხთან - La Sexta ინტერვიუში განაცხადა. 

„ადამიანებისთვის, რომელთაც ვაქცინაციის შეთავაზებაზე უარი თქვეს, სპეციალური რეესტრი შეიქმნება. რეესტრი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის“, - განაცხადა მან და დასძინა რომ დოკუმენტი გასაჯაროვდება და მას მონაცემთა დაცვით შეადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ესპანეთმა მოსახლეობის კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო. ქვეყნის მთავრობა ელოდება, რომ 2021 წლის ივნისისთვის ვაქცინას ქვეყანაში მცხოვრები 47 მლნ ადამიანიდან 15-დან- 20 მილიონამდე მოსახლე გაიკეთებს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება