სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

მიხეილ ცაგარელი გასწავლით ახალი წლის რიტუალს, რომელიც იღბალს მოგიტანთ - 12 საათზე 5 სანთელს 5 სურვილი ჩაუთქვით...
28-12-2020
-
+


როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს? - 2021 წლის ტენდენციებზე, რიტუალებსა და სიმბოლოებზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი რჩევებს გვაძლევს.

„აღმოსავლური ასტროლოგია ფენ-შუის პრინციპებთან ახლოს არის, აქიდან გამომდინარე, ისინი ტრადიციულ რიტუალებს ყურადღებას აქცევენ. რიტუალი, რომლის მოშვეობითაც უფრო მეტი სასიკეთო ენერგია უნდა მოვიზიდოთ და გავიუმჯობესოთ ცხოვრებისეული შესაძლებლობები. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიშრომებთ, ვისწავლით და ასე შემდეგ, მნიშვნელოვანია დავიბევოთ ის პოზიტიური ენერგიები კოსმოსიდან, რომლის აკუმულაციასაც რიტუალებით შევძლებთ“ - ამბობს ცაგარელი. 

ახალი წლის შესაგებებელი რიტუალი: 

როგორც იცით აღმოსავლური კალენდრით, 11 თებერვალს შემოდის ხარის სტიქია, შესაბამისად, თეთრი ფერის ლითონის სტიქია იმ დრომდე უნდა გქონდეთ. ამასთან, ვირთხა რომ არ გაანაწყენოთ, 31 დეკემბერს მისი სიმბოლოც უნდა გვქონდეს. ხარს წინ დაუდგით მწვანილი, ხოლო ვირთხას 1-2 ნაჭერი ყველი. ამით, პატივს მიაგებთ მათ. რადგან ლითონის ხარის წელია, ლითონის ნაკეთობები უნდა გქონდეთ სუფრაზე, რაც შეიძლება ბევრი, თუ ჭურჭელიც გექნებათ, უფრო უკეთესი იქნება.

წინა წელი, 2020 იყო, 2+2 ნუმეროლოგიის მიხედვით 4-ს გვაძლევდა. 4 ძალიან მძიმე რიცხვია, რომელმაც ბევრი სიმძიმეები მოიტანა. ახლა 2021 მოდის, ჯამში 5-ს გვაძლევს, 5 არის გამარჯვების პლანეტა იუპიტერის რიცხვი.  მომავალი წელი უფრო სტაბილური და კარგი იქნება. ხუთიანს პატივი მიაგეთ: ავიღეთ 5 ცალი სანთელი, კარგი იქნება თეთრი ფერის ან ვერცხლისფერი. ახალი წლის დაწყებამდე, 15 წუთით ადრე ძველი გაისტუმრეთ, მადლიერება გამოხატეთ მის მიმართ. 12 საათი რომ გახდება, სანთელს 5 სურვილი ჩაუთქვით, რაც გინდათ, რომ მომავალ წელს მოხდეს.

საახალწლო სუფრის კერძები:

საახალწლო სუფრაზე ძროხის ხორცი არ უნდა გქონდეთ. ხარს ნუ გაანაწყენებთ ამით. ხარი კონსერვანტია, ტრადიციონალისტი - მამა-პაპური სუფრა გააწყვეთ, ეგზოტიკაც შეგიძლიათ შეუხამოთ სუფრაზე, თუმცა ძირითადი, მაინც ტრადიციული კერძები უნდა ჭარბობდეს.

ხარის წელს აქტუალური ფერები:

რაც შეეხება ფერებს, პირველ რიგში თეთრი პრევალირებს, მერე ვერცხლისფერ-ნაცრისფერი. წითელი ფერიც მისაღებია, ხარს არ აქვს წითელზე პრობლემა, ვერ გააღიზიანებთ, ამიტომ, წითელი ფერი სავსებით მისაღებია. მით უმეტეს, ლითონის სტიქიის ხარია და ლითონის დამუშავება ცეცხლში ხდება. ცეცხლის ფერი ზუსტად წითელია. აქიდან გამომდინარე, მცდარია აზრი, რომ ხარს წითელი აღიზიანებს, წითელი ფერიც ერთ-ერთი მისაღები ფერია მისთვის. შემდეგ ოქროსფერ-ყვითელი, ლურჯი ფერები. ნაძვის ხის სათამაშოების, ტანსაცმლის კუთხით და სხვა.

2021 წლის იღბლიანი ქვები:

რა მინარელებით შევხვდეთ ახალ წელს - წარმატების მომტანი მინერეალები: საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ძოწი, ძალიან კარგია ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა, სერდოლიკი, კარგია ზურმუხტი, ნაცრისფერი აქატი და მშვენიერია მარჯანი. ეს ქვები გამოალაგეთ, პოზიტიური ენერგიის მოსაზიდად ძალიან კარგია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

პიროვნება
სკოლები

სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა

„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება