სიახლეები
პიროვნება

„ჩემთვის პირადად, დისტანციური სწავლება იყო ჯოჯოხეთი!“ - მადონა გერლიანი, ცხუმარის საჯარო სკოლის პედაგოგი
28-12-2020
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტში არის სოფელი ცხუმარი, რომელიც ახლაც კი, რთული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. იქ კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, სწავლაც საკლასო ოთახებში მიმდინარეობს, რაც დღეს, დაგვეთანხმეთ, დიდი ფუფუნებაა.

მადონა გერლიანი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, Etaloni.ge- იმის შესახებ ესაუბრება, როგორ მოახერხეს მწვანე ზონის სტატუსის შენარჩუნება, როგორ შეძლეს, სკოლაში აბსოლუტური დასწრება ჰქონოდათ და რატომაა აუცილებელი, დაწყებით საფეხურზე, ბავშვებისთვის სკოლაში სიარული.

- უდავოდ, გვაქვს ბედნიერება, ვისწავლოთ საკლასო ოთახებში და ასევე ბედნიერები ვართ, რადგან სოფელ ცხუმარში არ დაფიქსირებულა კორონავირუსი.

- როგორ მოახერხეთ ეს, ქალბატონო მადონა?

-  არ გვაქვს მისვლა-მოსვლა, ვუფრთხილდებით ერთმანეთს, ბავშვებს და სკოლაშიც არ ცდება გაკვეთილები. გაცდენებთან დაკავშირებით მკაცრი მიდგომა გვაქვს შემუშავებული - სერიოზული მიზეზის გარეშე, ბავშვები გაკვეთილებს არც აცდენენ.

- აბსოლუტური დასწრება და მწვანე ზონის სტატუსი - ეს დღევანდელ დღეს გმირობის ტოლფასია...

- როგორიც უკვე გითხარით - ვერიდებით გარეთ გასვლას, დიდად არც ვეპატიჟებით ვინმეს. ცენტრალური გზიდან მოშორებით ვართ და ვიცავთ ყველანაირ ზომებს; ბახილებიც კი გვაქვს სკოლაში და მართლაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ.

- თუმცა, გასული სასწავლო წელი დისტანციურად დასრულდა; როგორ გაუმკლავდით ამ გამოწვევას?

- ჩემთვის პირადად, დისტანციური სწავლება იყო ჯოჯოხეთი! კარგი, ჩვენ, ამას რამენაირად გავუძლებთ, მაგრამ ბავშვებისთვის რთული გახლდათ. ჩვენ შევეჯახეთ კედელს, რომელიც ვერაფრით გავარღვიეთ - არის ინტერნეტის პრობლემა, შუქიც ხშირად ქრება... ახლა შეიძლება ვისწავლეთ ბევრი რამ, მაგრამ გაზაფხულზე პირველი შეჯახება იყო. მყავდა პირველი კლასი და მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დღე არ ჩაგვიგდია, ძალიან ვწვალობდით. მშობლებიც მოტივირებულები იყვნენ და ბავშვებიც, მაგრამ სკოლაში დაბრუნების შემდეგ, უკვე მეორე კლასში გადასულებს, პირველკლასელებმა აჯობეს და მე გაოგნებული დავრჩი, იმდენად ვერ დაიდო შედეგი. არ ვიცი, ვინ როგორ უმკლავდებოდა ამ ყველაფერს და კვლავ თუ მოგვიწია ონლაინ-რეჟიმზე გადასვლა, უფრო მომზადებულები შევხვდებით, მაგრამ ფაქტია - გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრი იყო საშინელება. თან მე მხოლოდ პირველ კლასს ვასწავლი...

- ესე იგი, ბავშვები სხვა საფეხურზე დისტანციურად გააცილეთ და ვერც სათანადოდ დაემშვიდობეთ.  

- ასე მოხდა და არ იყო იოლი... მე ბავშვებთან თანატოლივით ვარ და გარკვეულ სიტუაციებში ჩვენს შორის არ არსებობს ასაკობრივი სხვაობა; ბავშვებიც სულ ცდილობენ, დამიჯერონ, ჩემი თხოვნა შეასრულონ... წარმოიდგინეთ, შეუძლიათ გაკვეთილზე მთელი დღე ისხდნენ და ერთი არ დაიწუწუნონ, იმდენად დიდი სიყვარული აქვთ.  სულ ვეუბნები - მე ხომ ვასრულებ თქვენს თხოვნას, თქვენც უნდა შეასრულოთ ჩემი თხოვნა და ასეთ მიდგომას ძალიან კარგი შედეგი მოაქვს. ხომ გსმენიათ - ბავშვი ხელში რომ აიყვანო კი არ უნდა დასწვდე, უნდა შესწვდეო, და მეც ვცდილობ, შევწვდე ჩემს მოსწავლეებს.

- ქალბატონო მადონა, რატომაა აუცილებელი, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იარონ სკოლაში

- აუცილებელია, რადგან ესაა პირველი შეხება სასკოლო გარემოსთან, თუნდაც პირველი ემოცია, ჩანთის მოწესრიგება...  ეს ხომ არასოდეს გვავიწყდება? და რატომ არ უნდა განიცადონ მათ ეს ემოცია?! გარდა ამისა, აუცილებელია ბავშვისა და მასწავლებლის უშუალო კონტაქტი. მე, მაგალითად, არ შემიძლია, შორიდან ვასწავლო ბავშვს. ეს, უბრალოდ, არ არის ეფექტური.

- რთულია, მასწავლებლობა?

- ძალიან რთულია... ბავშვი თუ არ გიყვარს, არაფერი გამოვა. მე თითოეულ მოსწავლეს  ინდივიდუალურად ვუდგები და თავისი შესაძლებლობის მიხედვით ვაძლევ დავალებებს, რასაც  ძალიან კარგი შედეგი მოაქვს... „თიმსში“ კი ყველას ერთნაირად უნდა მისცე დავალება... გინდა თუ არა,  გარკვეულ ჩარჩოებში ექცევი, რომლის იქით ვერ გახვალ.

- და რატომ აირჩიეთ ასეთი რთული პროფესია?

- ყოველთვის მიყვარდა ბავშვები და მიყვარდა ჩემი რუსული ენის პედაგოგი; არც ერთი გაკვეთილი არ გამომიტოვებია და მე-8-დან  მე-12 კლასის ჩათვლით, ახლაც კი, ყველა გაკვეთილი  ზეპირად მახსოვს. მზია უშხვანი ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი იყო და ხშირად თვალებს ვხუჭავდი, რათა წარმომედგინა, მის ადგილას ჩემი თავი.  აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული ამ პროფესიისადმი.

- ეს პროფესია კი, როგორც ხშირად გვესმის, დაუფასებელია. თქვენც ასე ფიქრობთ?

- ნელ-ნელა ფასდება მასწავლებლობა და ვნახოთ, რა იქნება მომავალში... მე მახსოვს პერიოდი, მაღალ კლასებში მასწავლებლები ხელფასს ვერ იღებდნენ და მშობლები აგროვებდნენ მათთვის თანხას... შემდეგ მასწავლებლები ამ თანხითაც მოსწავლეებისთვის ყიდულობდნენ საჭირო ნივთებს და ასე გამოვიდა - მუშაობდნენ ენთუზიაზმზე, მაგრამ ყველა ჩვენმა პედაგოგმა უერთგულა პროფესიას წლების განმავლობაში და არც ერთი არ წასულა სკოლიდან. თუმცა ყველაზე დიდი დაფასება მაინც ბავშვების სიყვარულია, რომელსაც მე, როგორც მასწავლებელი, ყოველდღე ვგრძნობ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
NAEC იმიტირებულ რეგისტრაციას გაგატარებთ - შეხვედრის ვადა და დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
„სსსმ მოსწავლეებს  განსაკუთრებული ნიჭი აქვთ სხვადასხვა განხრით, ამიტომ სპეცმასწავლებლის მოვალეობაა ამ უნარების აღმოჩენა შეძლოს და შემდგომ განავითაროს“
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
„ვულოცავთ მათ, მასწავლებელთან ერთად, ამ წარმატებას და მომავალში მეტ მიღწევებს ვუსურვებთ“
სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვირეული სხვადასხვა აქტივობებით გამოირჩეოდა
კომპიუტერული ტექნიკა მოსწავლეებს პრეზენტაციებისა და ღონისძიებების ჩატარებისას დაეხმარება
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება