სიახლეები
სიახლეები

IV კლასის მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ მონაცემთა გამოსახვა და მსჯელობა, VIII კლასელებს კი გეომეტრიაც და ალბათობის საკითხებიც
08-12-2020
-
+


TIMS 2019 წლის კვლევაში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა საქართველოს მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში საერთაშორისო საშუალო - 500 ქულაზე ქვემოთაა. მე-4 კლასისთვის ეს შეადგენს 482 ქულას, ხოლო მე-8  კლასისთვის - 461 ქულას.  

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კვლევის წინა ციკლთან შედარებით, საქართველოს მე-4 კლასელი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად - 19 ქულით არის გაუმჯობესებული და იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომლებმაც 2015 წლის ციკლთან შედარებით ყველაზე მეტად გაზარდეს მიღწევა. მერვე კლასში მოსწავლეების შედეგები წინა ციკლთან შედარებით გაზრდილია 8 ქულით, თუმცა, ეს ზრდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის.

„IV კლასელები რიცხვების თემაზე არსებულ დავალებებში პირველად გადასცდნენ საერთაშორისო საშუალოს - 501(3.6) ქულა. ასევე საქართველოს მეოთხე კლასელებმა მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს გეომეტრიული ფიგურებისა და გაზომვების მიმართულებით. თუმცა მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ მონაცემთა გამოსახვა და მასთან დაკავშირებული ტესტური დავალებების შესრულება, ამასთან კოგნიტური სფეროებიდან კვლავ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსჯელობას.

საქართველოს მეოთხეკლასელი მოსწავლეების მიღწევები მათემატიკაში (482 ქულა) არ განსხვავდება ისეთი ქვეყნების საშუალო ქულისგან, როგორებიცაა: ახალი ზელანდია (487 ქულა) და საფრანგეთი (485 ქულა), თუმცა სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება რეგიონის ქვეყნების — თურქეთის (523 ქულა), აზერბაიჯანისა (515 ქულა) და სომხეთის (498 ქულა) შედეგებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

საქართველო TIMSS 2019-ში მონაწილე ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მეოთხე კლასელმა მოსწავლეებმაც სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება აჩვენეს ტესტის ბეჭდური და ელექტრონული შესრულების თვალსაზრისით შეფასების ორივე სფეროში.

„საქართველოს მეოთხე კლასელმა მოსწავლეებმა მათემატიკაში უკეთესი შედეგი აჩვენეს ბეჭდური ტესტის შესრულების თვალსაზრისით (505 ქულა) ვიდრე ელექტრონული ტესტირებისას (482).

ბუნებისმეტყველების ელექტრონულ შეფასებაში მათ 454 ქულა აიღეს, ხოლო ფურცლის ტესტის შესრულებაში - 477.

საქართველოში მეოთხეკლასელი მოსწავლეების მიერ ელექტრონულ და ფურცლის ტესტებში განსხვავებული ქულები შესაძლოა განპირობებული იყოს დაწყებით საფეხურზე კომპიუტერული უნარ-ჩვევების ნაკლებობით, ელექტრონული შეფასების სიახლით და ასევე სხვა ფაქტორებით, რომელიც სამომავლოდ დამატებით კვლევას საჭიროებს“ - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება მერვე კლასის მოსწავლეების შედეგებს, TIMSS 2019 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ VIII კლასში შინაარსობრივი სფეროების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქართველოს მიღწევები არ გაუმჯობესებულა კვლევის წინა ციკლთან მიმართებით.

„რიცხვების თემაზე შექმნილი დავალებების მიხედვით, საშუალო ქულაა 466, ალგებრაში - 473, გეომეტრიაში - 449, ხოლო მონაცემებსა და ალბათობაში - 429. 2015 წლის ციკლში ამავე შინაარსობრივი სფეროების მიხედვით საქართველოს მერვეკლასელი მოსწავლეების მიღწევა შეადგენდა 457, 469, 441 და 421 ქულას. მერვე კლასში მოსწავლეებს ყველაზე მეტად უჭირთ გეომეტრიის, მონაცემთა გამოსახვისა და ალბათობის საკითხები.

მათემატიკაში მერვეკლასელი მოსწავლეების მიღწევები საერთაშორისო შეფასების სკალაზე (461 ქულა) სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო საშუალოზე ქვემოთ მყოფი შემდეგი ქვეყნების შედეგებს: იტალია - 497 ქულა; თურქეთი - 496 ქულა; ყაზახეთი - 488 ქულა; საფრანგეთი - 483 ქულა; ახალი ზელანდია - 482 ქულა; ბაჰრეინი - 481 ქულა; რუმინეთი- 479 ქულა და არაბეთის გაერთიანებული საემიროები - 473 ქულა“, - აღნიშნულია კვლევაში.

TIMSS 2019-ის კვლევისთვის საქართველოდან შეირჩა 228 სკოლა. მათგან მონაწილეობა მიიღო 226-მა სკოლამ თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ელექტრონულ შეფასებაში (eTIMSS) ორივე საფეხურისთვის შერჩეული იყო 157 სკოლა, რომელთაგან მეოთხე კლასში 154-მა, ხოლო მერვე კლასში - 145-მა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მასში მონაწილე ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ საკუთარი საგანმანათლებლო სისტემა, არსებული სასწავლო პრაქტიკა და გამოავლინონ ხელისშემშლელი ფაქტორები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში. კვლევა აფასებს მოსწავლეთა მიღწევებს სწავლების ერთსა და იმავე საფეხურზე წინა ციკლებთან შედარებით, აგრეთვე აჩვენებს იცვლება თუ არა წლების მანძილზე მოსწავლეთა მიღწევები ქვეყანაში სასწავლო პროცესის სხვდასხვა საფეხურზე (დაწყებითი და საბაზო).


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
მათემატიკის სიყვარულით დაწყებული წარმატება - გაიცანით KIU-ს წარმატებული სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე
მასწავლებლების გამოცდებზე 19 ათასამდე აპლიკანტი დარეგისტრირდა
ცნობილია აბიტურიენტების არჩევანი საგამოცდო საგნების მიხედვით
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, ხელმძღვანელ მასწავლებელსა და გამარჯვებულ გუნდებს ულოცავენ მიღწეულ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ
მოსწავლეებმა ასევე 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია მშობლიური ენის მოფრთხილება
„თუ როგორი წარმატებით წარიმართა ეს ლიტერატურული დღე დიდი მგონის მუზეუმის ეზოშო, ამის შესახებ ისაუბრებს ის ვიდეორგოლები და ფოტოები, რომლებსაც წამოგიდგენთ“
მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, შეასრულეს ოროვნული ცეკვები, მუსიკალური ნომრები და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებაც წაიკითხეს, რომელიც სამშობლოს სიყვარულს, პატივისცემასა და დაფასებას ემსახურებოდა
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
15 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი თელავში გაიმართა
„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს ამჯერად თელავის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად მესტიაში გაიმართა
სიახლეები
საზოგადოება