| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირბადე ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში პირბადეების გამოყენება სავალდებულოა როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში.
ნიღაბი უკეთია ყველას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბავშვებისთვის გარკვეულ შემთხვევაში პირბადის ტარება სავალდებულო სულაც არ არის.
მაგალითად, პირბადის ტარება სავალდებულო არ არის 5 წლამდე ბავშვებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები ან განსაკუთრებული საჭიროებები.
როგორი ნიღაბი უნდა ატაროს ჩემმა შვილმა? - მშობლების მიერ დასმულ კითხვას წითელი ჯვრის მიერ გაცემული რეკომენდაციები სცემს პასუხს. მათი რჩევით, განსხვავებულია არჩევანი ასაკისა და სხვადასხვა პრობლემების შემთხვევაში:
5 წლის ზემოთ ბავშვებმა, რომლებსაც თანმხლები ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ უნდა ატარონ სამედიცინო პირბადეზე;
6 წლის ზემოთ ბავშვებისთვის რეკომენდირებულია ნაჭრის პირბადე.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება