| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N53 საჯარო სკოლის მე–4 კლასის მოსწავლეები (მასწ. ი. მალანია) თანამედროვე ქართველ პოეტს, მწერალს და პედაგოგს - დიანა ანფიმიადს შეხვდნენ.
შეხვედრა მიეძღვნა ქართული თანამედროვე საბავშვო წიგნის დღეს.
„შეხვედრა იყო ინტერაქტიული. მოსწავლეებმა ისაუბრეს ავტორის საბავშვო ზღაპრებზე, რომლებიც გაერთიანებულია კრებულში - „სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები“ და გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება. ასევე, ისაუბრეს ილუსტრაციებზეც და ბოლოს ნახატების მიხედვით მოიფიქრეს ამბები - თავადაც გახდნენ მწერლები.
მასწავლებელმა და მოსწავლეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ინტერაქტიული შეხვედრა მოეწყობა საკლასო სივრცეშიც, სადაც შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მათი თანატოლი, ილუსტრაციების ავტორი, გიორგი ბარბაქაძე“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება