სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

2021 წლის აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს 
21-11-2020
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ელექტრონულ ფორმატში ჩატარებას იწყებს.

ცენტრის  წარმომადგენლები აბიტურიენტებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. 

მეთორმეტეკლასელებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები ცენტრის დირექტორისა და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებისგან.

აბიტურიენტთა ინფორმირებულობის მიზნით  ღია კარის  დღეები გაიმართება  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის.

შეხვედრები Microsoft Teams-ის პროგრამის დახმარებით ჩატარდება.

მოსწავლეები ონლაინ ღია კარის დღეებზე დასასწრებად რეგიონების მიხედვით განაწილდებიან. 

კონკრეტული თარიღის შესახებ მეთორმეტე კლასის მოსწავლეების ინფორმირებას ადგილობრივი რესურსცენტრის დახმარებით სკოლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პირველი შეხვედრა გაიმართება 24 ნოემბერს, 15:00 საათიდან 16:30 საათამდე რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. 

ღია კარის დღის დასრულების შემდეგ მომზადდება და განთავსდება ინფორმაცია ხშირად დასმული კითხვების შესახებ ცენტრის ვებგვერდზე: naec.ge. 

ამავე გვერდზე, აგრეთვე ცენტრის ფეისბუქ გვერდზე ეტაპობრივად გამოქვეყნდება ყველა საჭირო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის, მათ შორის - საინფორმაციო ვიდეორგოლები. მნიშვნელოვან ინფორმაციას აბიტურიენტებს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ ცენტრის საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენლები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება