სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული რეკომენდაციები“ - საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
04-11-2020
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

საჩხერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ცისმარ მაჭარაშვილი:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირება სკოლების სივრცეში გაიმართა. დღეისთვის ჩვენს რაიონში პირველი ტურის შედეგად მეორე ტურში გადასვლის უფლება 72-მა მოსწავლემ მოიპოვა. ღონისძიება პირველ საჯარო სკოლაში გაიმართება და ყველანაირად ვეცდებით, რომ მაღალ დონეზე ჩატარდეს. ვიმუშავებთ იმაზე, რომ მონაწილეობა სამოცდათორმეტივე მოსწავლემ მიიღოს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეთა უსაფრთხოება და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დაცული იქნება ბავშვების ჯანმრთელობა. მოსწავლეთა მოტივაციისთვის „ეტალონი“ მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ პროექტში მონაწილეობის სურვილი და რადგან აქამდე მოვედით და ინტერესი არ განელებულა. ბავშვებს სჭირდებათ და სურთ „ეტალონში“ მონაწილეობა.

ჭალის საჯარო სკოლის დირექტორი გელა ჩხიტუნიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, თითქმის ყველა მოსწავლე ჩართული იყო „ეტალონში“. როგორც ყოველთვის, წელსაც დიდი მოლოდინი ჰქონდათ ბავშვებს. რაც შეეხება შედეგებს, მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეები კმაყოფილნი არიან მიღებული ქულებით, აბსოლუტურმა უმრავლესობამ ბარიერი გადალახა. ნაწილმა კი საკმაოდ მაღალი ქულებიც აიღო.

ჭალის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზექალა მიქაბერიძე:

მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ყველას უნდოდა ტესტირებაში მონაწილეობა. ნაწილს საკუთარი ცოდნის შემოწმება უნდოდა, ნაწილს გამარჯვების მოპოვება. 51 ქულიანი ზღვარი რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა მოსწავლემ გადალახა. მეორე ტურში თუ სწორად მახსოვს 5 მოსწავლე გადავიდა და ახლა მეორე ეტაპის ღონისძიებას ველოდებით.

კორბოულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბეგლარ არჯევანიძე:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებაში მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებს უყვართ „ეტალონი“ და ყოველთვის სიხარულით ერთვებიან ამ აქტივობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტესტირების პროცესში სრულად იყო დაცული ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი რეკომენდაციები.

კორბოულის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი მაგდა მაჭარაშვილი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ბევრი მოსწავლე არ გვყავს და რაოდენობაც მცირე იყო სულ 10 მოსწავლე იყო ჩართული, თუმცა ძალიან კარგი შედეგები აჩვენეს. 6 მათგანი მეორე ტურში გადავიდა, ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეცხრე კლასელმა ოთო მაჭარაშვილმა კი ტესტში 100 ქულა მიიღო, რაც ძალიან სასიხარულო და საამაყო იყო ჩვენთვის.

პერევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ შუკაკიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა, პროცესში მონაწილეობა 25-მა მოსწავლემ მიიღო. მათი უმეტესობა მიღებული შედეგითაც კმაყოფილია. სიმართლე გითხრათ მეც საკმაოდ კმაყოფილი ვარ მათი შედეგით, მოსწავლეების ნაწილმა საკმაოდ მაღალი ქულებიც მიიღეს.

იხილეთ ასევე: საჩხერის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება