სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით შევასრულეთ - ტყიბულში ტესტირების პირველი ეტაპი წარმატებით ჩატარდა
03-11-2020
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია:

პანდემიიდან გამომდინარე გასული პერიოდი ცოტა დაძაბული გვქონდა, თუმცა ტესტირებამ მშვიდად ჩაიარა. პროცესში დაცული იყო ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია.

მოსწავლეთა აქტივობა შეძლებისდაგვარად მაღალი იყო, მართალია ჩართვის სურვილი გაცილებით მეტ მოსწავლეს ჰქონდა, თუმცა მათმა ნაწილმა ტესტირებაში მონაწილეობა კორონავირუსის გამო ვერ შეძლო.

ტყიბულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი იზა მორჩაძე:

პანდემიის პერიოდმა შეამცირა ტესტირებაში მონაწილეთა რაოდენობა. რამდენიმე მოსწავლემ ვერ მოახერხა ტესტირებაში ჩართვა კორონავირუსის გამო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ ნამდვილად არის დამატებითი მოტივაციის საშუალება. ჩვენი მოსწავლეების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გასულ წლებში „ეტალონში“ წარმატების მიღწევამ ერთიორად გაზარდა მათი მონდომება და აქტივობა. ახლაც, კორონავირუსს რომ არ შეეშალა ხელი მოწადინებულები იყვნენ, რომ ტესტირებაში ყველანი ჩართულიყვნენ. 

ტყიბულის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეთერ მიქიაშვილი:

მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან ტესტირების შედეგებით. ერთადერთი რამაც ხელი შეგვიშალა, ის იყო რომ ყველა მოსწავლე, რომელსაც „ეტალონის“ ტესტირებაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა ვერ ჩაერთო კორონავირუსის გამო. თუმცა ვინც სკოლაში დადიოდა, ის ბავშვები მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ. 

მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზი ბარბაქაძე:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. პროცესში ჩვენი სკოლიდან 6 მოსწავლე იყო ჩართული და ორმა მათგანმა საკმაოდ მაღალი ქულებიც მიიღო. ასე რომ კმაყოფილები ვართ.

რაც შეეხება რეკომენდაციების დაცვას, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი დაცული იყო და ყველაფერი ზედმიწევნით შევასრულეთ.

მუხურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო კორტი:

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მოსწავლეებში ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და რაოდენობრივად ბევრი მოსწავლე არ გვყოლია, მაგრამ ვისაც შეეძლო ყველა ჩართული იყო. რაც შეეხება შედეგებს, 51%-იანი ბარიერი თითქმის ყველა მოსწავლემ გადალახა, რამოდენიმე მოსწავლემ გაცილებით მაღალი ქულაც მიიღო, ასე რომ ჩვენც კმაყოფილები ვართ შედეგებით.


იხილეთ ასევე: ტყიბულის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ტესტირების ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების კონკურსში საკუთარი ნიჭი, ფანტაზია და შრომისმოყვარეობა წარმოაჩინეს“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეების აქტიურობით, შემოქმედებითი იდეებითა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით“

მოსწავლეებმა მოამზადეს რეზენტაციები ალკოჰოლის, თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება