სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებმა დისტანციის დაცვით და ზედამხედველების დაკვირვების ქვეშ წერეს ტესტები“ - ფოთში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
29-10-2020
-
+


ქალაქ ფოთის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი ფოთის მერიის წარმიმადგენელმა, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, სკოლების დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ფოთის მერიის წარმომადგენელი ნინო ჯაკონია:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, აქტივობა მოსწავლეების მხრიდან მაღალი იყო. როგორც ყოველთვის წელსაც მოსწავლეთა დიდი რაოდენობა იყო „ეტალონში“ ჩართული. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ მეორე ეტაპზეც მაღალი აქტივობა იქნება და საბოლოოდ, ფინალში ღირსეულად მოხვდებიან ჩვენი მოსწავლეები. 

ფოთი საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია:

სკოლებმა დამოუკიდებლად ჩაატარეს ტესტირება და უნდა აღვნიშნო, რომ ტესტირებაში მოსწავლეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

ამასთან, ვფიქრობ პროექტები, რომლებიც მოსწავლეებს აზროვნების და განათლების გამოვლენის საშუალებას აძლევს ყოველთვის მისასალმებელია. „ეტალონი“ კი ნამდვილად აძლევს მოსწავლეებს საკუთარი თავის გამოცდის და წარმოჩენის საშუალებას.

ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხობელია:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე ტურში 5 მოსწავლე გადავიდა და მოსწავლეები თავადაც საკმაოდ კმაყოფილები არიან მიღებული შედეგებით.

ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. მოსწავლეებმა წინასწარ შეთანხმებულ დროს დაწერეს ტესტი, დისტანციის დაცვით და ზედამხედველების დაკვირვების ქვეშ.

ფოთის N12 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ ჩანგელია:

ძალიან აქტიურად იყვნენ ჩვენი მოსწავლეები ტესტირებაში ჩართულნი. ჯამში 15 მოსწავლე მონაწილეობდა და შედეგებიც საკმაოდ ნორმალური აჩვენეს.

რაც შეეხება უშუალოდ „ეტალონს“ - ჩვენი სკოლა ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში. მოსწავლეებს ძალიან უყვართ ეს პროექტი და მასში მონაწილეობა ძალიან უხარიათ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ვერ გადადის მეორე ტურში, ბავშვები ერთმანეთს გულშემატკივრობენ და ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა. ჩვენც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს მოსწავლეებს. ვფიქრობ, წელიწადში ერთხელ კი არა - რამდენჯერმე უნდა ტარდებოდეს „ეტალონი“.

კერძო სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორი ნანა ალექსანდრია:

ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. მოსწავლეები ჩვენი სკოლიდანაც საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ასე, რომ ახლა მეორე ტურის ჩატარებას ველოდებით.

კერძო სკოლა „გიმნაზიის“ „ეტალონის“ პედაგოგი მაია კუცია:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და შედეგებითაც კმაყოფილები ვართ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მინდა გითხრათ, რომ განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ გაცემული ყველა რეკომენდაცია სრულად დაცული გვქონდა.

იხილეთ ასევე: ფოთის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება