სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მაქსიმალური ჩართულობა და დაინტერესება - გურჯაანის მუნიციპალიტეტში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა
20-10-2017
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა.

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, გურჯაანის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. 

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.     

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ჭანდარის სკოლის დირექტორი მანანა მჭედლიშვილი:

''მოსწავლეთა მონაწილეობა მაქსიმალური იყო. შარშანაც აქტიურად ვიყავით ჩართულები ''ეტალონში'', წელსაც ყველა კლასის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა''.

ჭანდარის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ლეილა ოქრუაშვილი: 

''ეტალონის'' კითხვები, რომლებიც ყველა სფეროს მოიცავს, ძალიან მომწონს, რადგან მოსწავლეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ბევრი იკითხონ და მიიღონ ზოგადი განათლება.''

არაშენდის სკოლის დირექტორი მარინე ბოხუა:

''მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ შესარჩევ ტურში, ოცი მოსწავლე მონაწილეობდა. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გადავა შემდეგ ტურში.''  

არაშენდის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ნინო არსენაშვილი:

''ძალიან საინტერესოდ ჩაიარა დღემ. ''ეტალონი'' მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს, ოცმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან საინტერესო და პერსპექტიული პროექტია, რადგან მოსწავლე თავის ცოდნას ამოწმებს და დასკვნებიც გამოაქვს, თუ როგორია მისი ზოგადი განათლება.''

გურჯაანის N2 სკოლის დირექტორი ლია გუგულაშვილი:

''მოსწავლეთა დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა, ბავშვები შედეგებითაც ძალიან დაინტერესებულები არიან. ტესტები ძალიან გამართული და ასაკთან შესაბამისი იყო. ნამდვილად კარგი პროექტია ''ეტალონი.'' იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება.''

გურჯაანის N2 სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი სოფიო ამისულაშვილი:

''მოსწავლეები პროექტის მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ. მომავალ წელსაც იმედი გვაქვს, ბევრი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სურვილია, რომ ფინალში გავიდეთ. ტესტებში ძალიან გონივრული კითხვები შედიოდა.''

ვაჩნაძიანის სკოლის დირექტორი ქეთევანი ირომაშვილი-ჯაჭვაძე:

''ძალიან კარგი პროექტია, ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, ბავშვებიც ძალიან კმაყოფილები არიან დიდი მოტივაცია და დაინტერესება მოდის მათგან პროექტის მიმართ, და მოუთმენლად ელოდებიან ვინ გადავა შემდეგ ტურში.’’

ვაჩნაძიანის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი ნაზი ჯავახიშვილი: 

''ჩართულობა ძალიან მაღალი იყო,მხოლოდ ხუთი მოსწავლე ვერ გამოცხადდა ვირუსის გამო, საკმაოდ კარგი შედეგები გვაჩვენეს და ძალიან კმაყოფილები არიან შეჯიბრით.’’

შაშიანის სკოლის დირექტორი თამარ თვალიაშვილი:

''გამოცდილება რამდენიმე წლის გვაქ, ჩართულები ვიყავით ჩვენ წინა წლებშიც, გამარჯვებული ,,ეტალონი მოსწავლე’’ ჩვენი სკოლიდან იყო, ამიტომ წელს უფრო მეტი ხალისით ჩაერთნენ ბავშვები უფრო იმედიანად იყვნენ, თამამი ბევრმა შემოხაზა, და ეს მოსწავლეებისთვის ნამდვილად კარგი იყო რათა შეემოწმებინათ საკუთარი ცოდნა.’’

შაშიანის სკოლაში ჩატარებული ტესტირების ტრენერი  ნატო გოგიშვილი:


''მოსწავლეთა ჩართულობა ნამდვილად მაღალი იყო რასაც არ ველოდი, მოსწავლეთა ნაწილი საკუთარი თავის შემოწმების მიზნით ჩაერთო ტესტირებაში.მთლიანობაში ძალიან კარგი იყო მოსწავლეებიც და მთლიანად სკოლის კოლექტივი ძალიან კმაყოფილები ვართ.’’ 


იხილეთ ფოტოები
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება