სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ყველა რეკომენდაცია დაცული იყო როგორც „ეტალონის“, ისე სკოლების მხრიდან“ - ცაგერში ტესტირების პირველი ტური გაიმართა
21-10-2020
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020-2021 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. 

ტესტირების პროცესი რესურსცენტრის ხელმძღვანელობამ, სკოლის დირექტორებმა და „ეტალონის“ პედაგოგებმა შეაფასეს:

ცაგერის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე:

ტესტირება რეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ გარემოში ჩატარდა. ყველა რეკომენდაცია დაცული იყო როგორც „ეტალონის“, ისე სკოლების მხრიდან. წინასწარ შემუშავებული იყო ტესტირების ჩატარების პროცესში განსახორციელებელი რეკომენდაციები და წესები, ასე, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მოსწავლეები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი წინა წლების მსგავსად და ახლა შედეგებს ელოდებიან.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი გიორგი კვირიკაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირების პირველმა ტურმა მოსწავლეთა მაღალი აქტივობით და რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა. „ეტალონი“ ძალიან პოზიტიური პროექტია და ვფიქრობ, ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში იშვიათად თუ მოიძებნება. საბედნიეროდ, ჩვენი მუნიციპალიტეტი საკმაოდ აქტიურად არის ჩართული პროექტში, მოსწავლეებში „ეტალონი“ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავისრუსის გამო გარკვეული სირთულეები გვექმნება, იმედს არ ვკარგავთ რომ რეგიონალურ ტურსაც გავმართავთ და ცაგერის „ეტალონის“ მოსწავლესაც გამოვავლენთ.

ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე გიორგობიანი:

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ტესტირებაში ჩართულნი. ძალიან უხარიათ „ეტალონში“ მონაწილეობა და ყოველთვის სიხარულით და დიდი მოტივაციით ერთვებიან ამ აქტივობაში. ტესტირებაში მონაწილეობას 10 მოსწავლე იღებდა.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

ლაილაშის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო მხეცაძე:

ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ, მოსწავლეთა მაღალი აქტივობით. თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული ტესტირებაში. მაქსიმალური ქულა, რაც ჩვენთან დაიწერა 85-ია. ტესტირებაში 10 მოსწავლე მონაწილეობდა.

ახლა მოსწავლეები შედეგებს ელოდებიან, ძალიან აინტერესებთ ვინ გადავა მეორე ტურში.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ კოპალიანი:

ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებიც საკმაოდ კმაყოფილები იყვნენ თავიანთი თავით, ველოდებით შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოსწავლეები შემდეგ ტურშიც გადავლენ.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნატო ყურაშვილი:

მოსწავლეთა ნაწილი აქტიურად არის „ეტალონის“ ტესტირებაში ჩართული. ჯამში 15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. რაც შეეხება შედეგებს, ვიტყოდი, რომ საშუალო შედეგია. ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება პანდემიაც დავასახელოთ, რადგან სახლში ყოფნამ და სასწავლო პროცესის შეფერხებამ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე ნამდვილად იმოქმედა.

ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი:

ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა. პროექტში მერვედან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით იყვნენ მოსწავლეები ჩართულები და სიმართლე გითხრათ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მოსწავლეების შედეგებით. განსაკუთრებით კარგი შედეგი ჰქონდა 3 მოსწავლეს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კითხვები იყო, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“.

ლაცორიის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჩაჩხიანი:

მოსწავლეთა ინტერესი „ეტალონის“ ტესტირების მიმართ ყოველთვის მაღალი იყო. წელსაც ელოდნენ ამ ტესტირებას. „ეტალონი“  მათ მეტ მოტივაციას და ხალისს აძლევს განათლების მისაღებად. პირველმა ტურმა აქტიურად ჩაიარა, ყველა რეკომენდაციის სრული დაცვით, ახლა მოსწავლეებს მეორე ტურის ჩატარებას ელოდებიან.

იხილეთ ასევე: ცაგერის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება