სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ტრენინგს აცხადებს - ვისთვის არის განკუთვნილი და რამდენი საათია ხანგრძლივობა?
21-10-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის ტრენინგს აცხადებს.

ტრენინგი განკუთვნილია: პროგრამა eTwinning plus -ში რეგისტრირებული მასწავლებლებისთვის. მოდულის დასახელებაა: „კლიმატის ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში - როგორ ვუპასუხოთ კლიმატის ცვლილებისადმი მოსწავლეების გაზრდილ ინტერესს“.

მოდულის მიზანია: მოდულის მიზანია მასწავლებლებმა შეძლონ კლიმატის ცვლილების ჩართვა სწავლებაში, სასწავლო პროგრამაში და აამაღლონ მოსწავლეთა ცნობიერება, მათი კომპეტენციები მდგრადობის მიმართულებით. დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები აღნიშნულ თემაზე.

კერძოდ:

შეძლონ კლიმატის ცვლილების ინტეგრირებას სასწავლო პროგრამაში, ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში;
შეძლონ გაიაზრონ თავად და გაააზრებინონ მოსწავლეებს კლიმატის ცვლილების ბუნებრივი და ანთროპოგენური მიზეზები და შედეგები;
შეძლონ ონლაინ აპლიკაციების და მწვანე კალკულატორების გამოყენებას;
შეძლონ იმ ღონისძიებათა ერთობლიობაზე მსჯელობას, რომლებსაც საერთაშორისო საზოგადოება გლობალურ დონეზე ახორციელებს;
შეძლონ სკოლაში კლიმატის ცვლილებაზე ერთიანი სასკოლო მიდგომის შემუშავებას და თემატიკის სწავლების პროცესში ინტეგრირებას;
შეძლონ შესაბამისი პროექტების დაგეგმვის გზით მდგრადობის მიმართულებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, მათი კომპეტენციების განვითარებას.

ტრენინგის ხანგრძლივობაა: 8 საკონტაქტო საათი

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. 

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება