სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წეროვნის N2 საჯარო სკოლას ფოლკლორისტი გია ბაღაშვილი სტუმრობდა
16-10-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N2 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სწავლაც არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და სკოლას პირველი სტუმარიც ეწვია. ღონისძიების შესახებ კი, წეროვნის N2 საჯარო სკოლის,ქ ართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ნანი უშარიძე გვიამბობს.

„სწავლის დაწყების პირველივე დღეს განახლებულ სკოლაში გია ბაღაშვილი გვეწვია. მსმენელი და მაყურებელი მას, როგორც ბატონი ჯემალ ბაღაშვილის ვაჟს, ნიჭიერ მუსიკოსსა და შემსრულებელს, რეიტინგული გადაცემის წამყვანს, სამაგალითო მამასა და მეუღლეს ვიცნობდით. თურმე, ნუ იტყვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არ გვცოდნია-გია ბაღაშვილი საუკეთესო მამულიშვილი, პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული ქართველი და შეუდარებელი ფოლკლორისტიც ყოფილა.

ლექციის თემა ,,ტრადიცია და გლობალიზაცია'' გახლდათ, აუდიტორია-უფროსკლასელები და პედაგოგები. ლექცია იმდენად საინტერესო, მიზანმიმართული, თანამედროვეობისთვის ზეაქტუალური, სითბოთი და სიყვარულით იყო გამთბარი, გულგრილად ვერავინ ვუსმენდით. ასეთი ორატორები (დაგემოვნებით მოუბარნი, მოსმენას რომ მოგანდომებდნენ) ჩემს მეხსიერებას ბატონები-თენგიზ კიკაჩეიშვილი და თამაზ კვაჭანტირაძე შემორჩნენ.

გია ბაღაშვილი ისეთი გატაცებით და თვალებანთებული საუბრობდა ეროვნულ ტრადიციებზე, ქართული ხალხური სიმღერის მრავალხმიანობით აღფრთოვანებულ უცხოელ მუსიკოსებზე, ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიაზე, ქართული ხორბლის უნიკალურ ენდემურ ჯიშებზე, წუთითაც ვერ მოადუნებდი ყურადღებას ამ ახალგაზრდა ნიჭიერი ორატორის მადლიანი მონათხრობის მიმართ. გარდა იმისა, რომ ბევრი რამ ახალი შევიტყვე მისი საუბრიდან, სიხარულის და სიამაყის გრძნობა დამეუფლა საქართველოში ასეთი ახალგაზრდების არსებობის გამო-მით უფრო, რომ გია ბაღაშვილი უცხოეთში(ამერიკასა და ევროპაში) უწევს პოპულარიზაციას ქართულ კულტურასა და ტრადიციებს მათთვის განკუთვნილი სალექციო კურსის მეშვეობით.

საუბარი დაასრულა. თემა უკვე მოგახსენეთ, მიზანი - სიღრმისეულად გავეცნოთ და სწორად აღვიქვათ ეროვნული ტრადიციები, შედეგი-ვარ აღფრთოვანებული, ღირსებაამაღლებული, სასიამოვნოდ კმაყოფილი (როცა გინდა, სადმე განმარტოვდე, თბილად მოკალათდე და მხოლოდ იმაზე იფქრო, რა კარგები ვყოფილვართ, რა ძალიან ძველები, როგორი დიდი კულტურა გვიდევს ეროვნულ გენეტიკურ კოდში, გურამ დოჩანაშვილისეულ ტემპერ(მ)ამენტიანობასა და მოულოდნელობაზე აღარაფერს ვიტყვით). დასკვნა-ეს ლექცია ყველა სკოლის ყველა მოზარდმა უნდა მოისმინოს (მგონია, სტუდენტებსაც არ აწყენდათ)!

P.S. იმაზე გაცილებით მეტი პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა გია ბაღაშვილის მიმართ, ვიდრე აქამდე და იმ ოჯახის მიმართ, სადაც ეს კაცი აღიზარდა. ღმერთო, უმრავლე ჩემს ქვეყანას გია ბაღაშვილისთანა ქართველები-ისინი ჩვენ ძალიან გვჭირდება, რათა, როგორც ერმა, სიცოცხლე გავიხანგრძლივოთ".


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება