სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელმა, რომელიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, დღეს გაკვეთილები ჩაატარა - „მინდა, გავიკეთებ პირბადეს და მინდა - არა!“
16-10-2020
-
+


თბილისის N87 საჯარო სკოლის მესამეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა და კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამ ფაქტისთვის განსაკუთრებული ყურადღება, არსებული ეპიდვითარების ფონზე, შესაძლოა არც მიგვექცია, რადგან სკოლები უკვე კარგა ხანია ამ რეჟიმშია; მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ პედაგოგი, რომელიც კოლეგებთან ერთად, ასევე იზოლაციაში უნდა ყოფილიყო, დღეს სკოლაში გამოცხადდა; უკანა კარიდან, კამერებს რომ არ დაეფიქსირებინა, შენობაში შევიდა და სხვა კლასს რელიგიის გაკვეთილიც ჩაუტარა. ეს კიდევ არაფერი, როგორც Etaloni.ge-ს სანდო წყარომ უთხრა, თავად დირექტორი, როდესაც ბავშვებს თერმოსკრინინგს უტარებს, პირბადეს არ იყენებს და ასეთ დროს, გაურკვეველია, როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს.

ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმება სკოლის დირექტორთან ვცადეთ, თუმცა მანამდე განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, იცოდნენ თუ არა აღნიშნული ფაქტის შესახებ რამე.

ზედა ინსტანციაში ერთადერთი ის გავარკვიეთ, რომ დღეს სიტუაცია ისეა აზელილი, განათლების სამინისტრო თითოეულ სკოლას ვერ გამოეკიდება და თავიდან ბოლომდე, დირექტორების პასუხისმგებლობაზე, უფრო სწორად, მათ კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი მოსწავლეებისა და მასწავლებლების უსაფრთხოება.

რაც შეეხება N87 სკოლას, დირექტორს - დავით ჭეიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მესამე კლასის მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე არიან, ხოლო რაც შეეხება რელიგიის პედაგოგს, მასთან დაკავშირებით, ეპიდემიოლოგებს რეკომენდაცია არ მოუციათ, იზოლაციაში უნდა იყოსო.

გთავაზობთ, დიალოგს Etaloni.ge-სა და დავით ჭეიშვილის დიალოგს (სტილი დაცულია):

- ბატონო დავით, თქვენი სკოლის მესამეკლასელს კორონავირუსი დაუდასტურდა?

- დიახ.

- კლასი დისტანციურ სწავლებაზეა?

- კლასი დისტანციურად სწავლობს.

- რელიგიის პედაგოგი, ლევან ბუკია, რომელიც ვირუსიან მოსწავლესთან კონტაქტის გამო, წესით, იზოლაციაში უნდა იყოს, დღეს რატომ მოვიდა სკოლაში?

- იმიტომ მოვიდა, რომ ეპიდემიოლოგებს არ მოუციათ რეკომენდაცია, ის იზოლაციაში გადასულიყო.

- ზოგადად, თქვენი სკოლა იცავს უსაფრთხოების წესებს? რამდენადაც ვიცი, როდესაც მოსწავლეებს თერმოსკრინინგს უტარებთ, პირბადე არ გიკეთიათ.

- ამ დროს მე ვარ ღია სივრცეში. მინდა, გავიკეთებ პირბადეს და მინდა - არა.

- ეს როგორ - გუშინ უკვე მოსახლეობას მოგვეცა რეკომენდაცია, პირბადე ღია სივრცეშიც ვატაროთ?

- ეს ჩემ სურვილზეა, ღია სივრცეში, მინდა, გავიკეთებ და მინდა - არა.

ასეთი დიალოგი შედგა ჩვენ შორის და სიმართლე გითხრათ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავებას ვაპირებდი, თუმცა...

მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა რიცხვი ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება, პრემიერიც კი მოგვიწოდებს - ღია სივრცეში ვატაროთ პირბადე და ისიც არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჯანდაცვის რესურსი ამოუწურავი არ არის... ნუთუ შეიძლება, სკოლებთან დაკავშირებული ყველა საკითხი მხოლოდ დირექტორებს მივანდოთ?! არ გავაკონტროლოთ, მივცეთ სრული კარტ-ბლანში და მერე სამძიმრებიდან გავრცელებულ ინფექციაზე ვისაუბროთ ნიშნისმოგებით, ამ დროს კი ზოგიერთებისთვის, პირბადის ტარება, თურმე მხოლოდ, უკაცრავად - „დილიხორის“ ამბავია და უნდათ გაიკეთებენ, უნდა - არა!  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება