სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლები იყვნენ დაკითხვაზე, მეც ალბათ მალე გამომიძახებენ“ - რას ამბობს სკოლის დირექტორი, რომელსაც მოსწავლის ცემაში ადანაშაულებენ
14-10-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის ულაშლოს საჯარო სკოლის დირექტორს 11 წლის მოზარდის ცემაში ადანაშაულებენ.

დაზარალებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვს თანატოლებთან ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა, რის შედეგადაც სკამი გატყდა, გაბრაზებულმა დირექტორმა კი ბავშვს თავი ჯერ მერხზე, შემდეგ კი კედელზე არტყმევინა. შედეგად მოზარდმა რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

სკოლის დირექტორი ბადრაგინ ქამიროვი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„ორი მეხუთეკლასელი ჩხუბობდა დასვენებაზე, მასწავლებელმა ვერ შეძლო  მათი გაშველება, ამიტომ მივედი და მე დავეხმარე მათ გაშველებაში. ამის მერე არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა. ეს არის ცრუ ბრალდება. მასწავლებლები უკვე იყვნენ დაკითხვაზე და მეც ალბათ მალე გამომიძახებენ“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა

საჩივარი მარნეულის პოლიციაში უკვე შეტანილია - ოჯახი დირექტორის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს. თავად სკოლის ხელმძღვანელი კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს.

გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება