სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გადაიხედება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი? - ჯანდაცვის მინისტრის შეფასება
13-10-2020
-
+


იმის მოლოდინი გვქონდა, რომ სკოლებში კოვიდინფიცირების ფაქტები იქნებოდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხდა.

„სკოლებთან მიმართებით, იმიტომ გვქონდა გეგმა ჯერ დაწყებულიყო დაწყებითი კლასები და შემდეგ დაგვემატებინა სხვა კლასები და ჩაგვერთო უფრო ფართომასშტაბიან ღონისძიებებში სასწავლო პროცესი. ამასთან მიმართებაში ჩვენ მივიჩნევთ, რომ სწორი მართვაა და ეფექტურიც, ვინაიდან ხდება შემთხვევების დროული გამოვლენა. შრომის ინსპექციის აქტივობიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგები ახდენენ ღონისძიების მყისიერ განხორციელებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციას აქვს შეფასებული ყველა ის ობიექტი, სადაც სწავლა განახლდა.

„თუ არის ლოკალური გავრცელება, მაშინ ჩვენ ვახდენთ კლასის იზოლირებას და ხდება იქ დამუშავების შესაბამისი პროცედურები და უკვე ამის შემდეგ იწყება სწავლის განახლება ამ კლასში. სწავლა ასევე ნარჩუნდება ონლაინ რეჟიმში“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს არ არის იმის საჭიროება, რომ სკოლებში სწავლის პროცესისადმი მიდგომა გადაიხედოს.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება