სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სკოლები ახლა მოუთმენლად ელოდებიან შედეგებს და მეორე ეტაპს - ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
10-10-2020
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება სკოლებში წარმატებით ჩატარდა.

ტესტირების პროცესისა და პროექტის შესახებ მოსაზრებების გასაგებად ჩვენ მუნიციპალიტეტის მერიის, რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლებს დავუკავშირდით:

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ელისო კვიკვინია:

„ეტალონში“ ყველა სკოლა აქტიურად იყო ჩართული - მასწავლებელი, დირექტორები და მოსწავლეები ერთ გუნდად მოქმედებდნენ. ტესტირებამ ყველა რეკომენდაციის დაცვით ჩაიარა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოხატეს მოსწავლეებმა. ახლა, ველოდებით მათ შედეგებს და მეორე ტურის შესახებ ინფორმაციას. 

ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია:

ყველა სკოლაში ჩატარდა ერთი სკოლის გამოკლებით. ტესტირების პროცესში ყველა რეკომენდაცია დაცული იყო და ყველაფერმა წესების დაცვით ჩაიარა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსის მოსწავლეთა ჩართულობაზე არ უმოქმედია. მოსწავლეებმა ტესტირებაში მონაწილეობა საკმაოდ აქტიურად მიიღეს, ძალიან უხაროდათ ეს ყველაფერი.

ხობის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მედეა ვეკუა:

ტესტირებაში მონაწილეობა ჩვენი სკოლიდან 30-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ზოგადად აქტიურად იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი ტესტირებაში, უფრო მეტი ინტერესი კი მერვე კლასის მოსწავლეებმა გამოხატეს. დღესაც მეკითხებიან შედეგებს რა მიიღეს. ჯერჯერობით არ გაგვიმხელია და დიდი ინტერესით ელოდებიან, როდის გაიგებენ საბოლოო პასუხებს და იმას თუ ვინ გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

ხეთის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ბაძაღუა:

პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეთა მაღალი აქტივობა იყო. შედეგებიც საკმაოდ კარგი გვქონდა და თავად მოსწავლეებიც ძალიან კმაყოფილები არიან, ასე რომ ველოდებით მეორე ტურს.

ხეთის საჯარო  სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი როზა ქირია:

ძალიან კმაყოფილები ვართ პირველი ტურის შედეგებით. მონაწილეობა 34-მა მოსწავლემ მიიღო.  თავად ბავშვებიც კმაყოფილები არიან. აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ტესტი სულ რაღაც 12 წუთში დაასრულა.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა, როგორც მითითებული იყო, ცალკე სივრცეში დისტანციის დაცვით და ა.შ.  

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ტესტირება რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა და ყველა მოთხოვნა გათვალისწინებული იყო. უშუალოდ ტესტირებით კმაყოფილნი არიან ბავშვები და აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო.

ახალსოფლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნათია წიქარიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მიუხედავად იმისა რომ მონაწილეობის სურვილი ბევრს ჰქონდა, მოსწავლეთა ნაწილმა თავი შეიკავა სკოლაში მოსვლისგან ვინაიდან ჩვენი ერთ-ერთი მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა სწორედ იმ დღეებში, თუმცა სკოლაში სასწავლო რეჟიმი არ შეწყვეტილა და მაინც შემიძლია ვთქვა, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა.

განსაკუთრებით კმაყოფილები იყვნენ მერვე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წელს პირველად მიიღეს ტესტირებაში მონაწილეობა. მათ მაღალ კლასელებზე კარგი შედეგი მიიღეს და ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ტესტირებაში საერთო ჯამში ჩვენი სკოლიდან 20-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

იხილეთ ასევე:  ხობის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ტესტირების ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება