სიახლეები
ეტალონი

„მადლობა, რომ ვერ გაჩერებთ ვერანაირი პანდემია“ - ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირება ჩატარდა
12-10-2020
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის I ეტაპის ტესტირება ჩატარდა.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში სპეციალურად შერჩეული „ეტალონის“ პედაგოგები უწევდნენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდნენ ტესტირების პროცესს და შეაფასეს მოსწავლეთა ტესტები.

როგორ ჩაიარა შესარჩევმა ეტაპმა, რამდენად აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში? ამის გასარკვევად etaloni.ge ადიგენის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსს, მერიის წარმომადგენელს, სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს დაუკავშირდა:

ადიგენის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი:

სკოლებმა კარგად წარმართეს ტესტირების პროცესი. ერთ-ერთ დირექტორსაც ვესაუბრე და მითხრა, რომ იყო დიდი აქტივობა მოსწავლეთა მხრიდან. დაინტერესება ყოველთვის ძალიან დიდია და მხარდამჭერები ვართ „ეტალონის". დიდი მოტივაციაა და ბავშვების მხრიდან ჩართულობაა ხოლმე, ბევრი ინფორმაციის მოძიება უწევთ, ინტერესდებიან და თუნდაც ტესტის შემდეგ უჩნდებათ კითხვები, რაც სწორად არ ახსოვთ და ეძებენ პასუხებს. ბავშვი უფრო ინფორმირებული და გათვითცნობიერებული ხდება სხვადასხვა თემატიკაში. მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, მოხარულები ვართ, რომ გადაწყვიტეთ კვლავ ჩაგეტარებინათ „ეტალონი“ და მადლობა ამისთვის, რომ თქვენ არ ჩერდებით და ვერ გაჩერებთ ვერანაირი პანდემია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ზურაბ ბეთხოშვილი:

კარგი პროექტია, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთხელ ჩატარებულა „ეტალონი“ და დიდ დაინტერესებასაც იწვევს ხოლმე მოსწავლეებს შორის. პირველ რიგში, იმიტომ არის კარგი, რომ განათლების უნარებს ივითარებენ ბავშვები და ამჟღავნებენ, თუ რა ცოდნა აქვთ იმ ეტაპზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მუნიციპალიტეტი ცდილობს ყოველთვის, რომ წარჩინებულ ბავშვებს, ვინც პირველ ადგილზე გადიან, საჩუქრები გაუკეთოს და არამარტო მათ ვინც პირველ ადგილზე გადის, აბსოლუტურად ყველა მონაწილეს შემეცნებით წიგნებს ვჩუქნით ხოლმე ყოველთვის.

წახანის საჯარო სკოლის დირექტორი ავთანდილ ლიპარიშვილი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ ბავშვები და ყოველთვის კარგ შედეგებს დებდნენ. რაც შეეხება თავად ჩემპიონატს, ყველა მოსწავლეს ვურჩევ მასში ჩართვას, რადგან ეს ინტელექტია, განათლებაა და ჩვენი მომავალი. ყველა მოსწავლე უნდა ჩაერთოს, რომ სიახლეები გაიგონ, მასალა დაძლიონ და ისწავლონ უკეთესად. მომავალში გამარჯვებული სკოლა ვიქნებით, პირობას გაძლევთ. კლასში როდესაც 2 და 3 მოსწავლეა, ისინი ვალდებულები არიან, სწავლობდნენ ძალიან კარგად. 45 წუთი მასწავლებელი მხოლოდ მათ უთმობს დროს და შესაბამისად, ყველამ მაღალი შეფასება უნდა მიიღოს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ და ჩვენ მომავალში გამარჯვებული სკოლა ვიქნებით.

წახანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მირანდა ტაბატაძე:

ჩვენ ძალიან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და აქედან გამომდინარე, 4-მა ბავშვმა მიიღო ჩემპიონატში მონაწილეობა. კმაყოფილები დარჩნენ ტესტირებით. ძალიან მოეწონათ კითხვები. ვფიქრობ, „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვებს უფრო მოტივაციას აძლევს, ეს ერთგვარი გამოცდილებაცაა, ცოდნას უფრო იღრმავებენ მოსწავლეები.

ქვემო ენთელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ცირა პეტაშვილი:

ყოველ წელს განსაკუთრებული მოტივაციით ელოდებიან ხოლმე მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევ ტურს. სულ სვამენ კითხვებს, როდის დაიწყებაო. ერთი სული აქვთ, როდის ჩატარდება და უხარიათ ძალიან. ტესტირების შემდეგ კი უყვართ მსჯელობა, განხილვა თუ რამდენი იციან, რამდენ შეკითხვას გასცეს პასუხი და ა.შ. ახლაც მე-10 კლასელები მაღალი ქულებით გადავიდნენ მეორე ტურში. კარგი შედეგები ჰქონდათ სხვა ბავშვებსაც, თვითონ კმაყოფილები არიან.

ჭელის საჯარო სკოლის დირექტორი გია ჩიხრაძე:

წარმატებით ჩატარდა „ეტალონის“ შესარჩევი ტური. ბავშვებიც მონდომებულები იყვნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები - 3 ბავშვი, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ტური და ველოდებით შემდეგ ტურს. ჩემპიონატის ჩასატარებლად ხელისშემშლელი არაფერი ყოფილა, ჩვეულ რეჟიმში ჩაიარა. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვები უფრო მობილიზებულები არიან. ჩართულობაც მეტია და სურვილიც უჩნდებათ, მეტი იკითხონ. მეტად დაინტერესებულები არიან, მიიღონ ცოდნა. ამ ყოველივეს ნამდვილად მივესალმები.

ჭელის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ამირან გელაძე:

მოსწავლეთა მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. სურვილი აქვთ, რომ მეორე ტურშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ ყველაფერს ვნახავთ მათი შედეგებიდან გამომდინარე. მოსწავლეებს წინასწარ აინტერესებთ ხოლმე, როდის დაიწყება „ეტალონის“ შესარჩევი ეტაპი. მოტივაცია ძალიან მაღალი აქვთ. რაც შეეხება ტესტებს, შემდეგ განიხილავენ ხოლმე, სად დაუშვეს შეცდომა და ა.შ. განიცდიან ხოლმე, უნდათ ყველაფერი სწორად ჰქონდეთ. შემდეგ, როდესაც გადახედავენ  ტესტებს, საკუთარი თავით უკმაყოფილოები არიან ხოლმე თითოეული შეცდომის გამო და მეტად ცდილობენ ამ საკითხების გარკვევას და შესწავლას.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები ერთმანეთს „ადიგენის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

ადიგენის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ - ეტალონი

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
„სიმართლე აუცილებლად იზეიმებს... ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული...“ - პატრიარქის ეპისტოლე
შეიძლება თუ არა აღდგომას სასაფლაოზე გასვლა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
„– აბა, აღსდგა ქრისტე? – ჭეშმარიტად, მასწავლებელო…!” - 5 მაისს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
 ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება