სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ლია ბუკია - წარმატებული ხობელი
05-10-2020
-
+


ევროპათმცოდნეობის სპეციალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი, ლექტორი, საერთაშორისო დონის სერთიფიცირებული ტრენერი, საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - ეს ის ჩამონათვალია, რასაც სულ რაღაც 35 წლის ლია ბუკიამ მიაღწია.

ხობელმა გოგონამ სტუდენტობის დროს გადაწყვიტა, თავისი თავი ცოდნაში გამოეცადა, ყოველდღიური დაუღალავი შრომით თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი გაეკეთებინა და წარმატებისთვის ასე მიეღწია. წარმატებამაც არ დააყოვნა.

2019 წელს ლია ბუკია გახლდათ ტრენინგ ცენტრ ,,ცოდნის’’ დირექტორი. სწორი გათვლით, მან პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სწრაფად ჩამოაყალიბა წარმატებული ტრენერთა გუნდი და  დაკისრებული ვალდებულებაც ღირსეულად შეასრულა - ამ გუნდის დახმარებით კვალიფიკაციის ამაღლება 6000-ზე მეტმა პედაგოგმა შეძლო.

2020 წლიდან საერთაშორისო განათლების, კულტურის, ხელოვნების კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობს. 

მის სახელს უკავშირება კვლევითი ინსტიტუტის მიერ ახალგაზრდა თანამშრომლის - ირმა ჭკუასელის სახელობის სასწავლო სტიპენდიის დაარსება. კვლევითი ინსტიტუტი პირველი იყო, რომელმაც შეძლო პანდემიის პირობებში მთელი საქართველოს ყველა კუთხიდან მასწავლებელთა ონლაინ სწავლებაში ჩართვა. ასევე პირველი იყო, რომელმაც  პარტნიორ ორგანიზაციასთან -  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებულ სასულიერო ცენტრთან ერთად მაღალ დონეზე ჩაატარა მოსწავლეთა ონლაინ კონფერენცია „უკეთესი განათლებისთვის“; მოახერხა ონლაინ სწავლების პლატფორმის შექმნა.

კვლევითი ინსტიტუტი ჩართულია 6 საერთაშორისო სასწავლო პროექტში.

ქალბატონი ლია 4 თვეა ონლაინ ატარებს ლექციებს საფრანგეთში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის.  

მეცნიერების პარალელურად, არის დედა, მეუღლე, მეგობარი, პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი მრავალი ინტერესით. ცდილობს, ოპტიმალურად გაანაწილოს დრო პრიორიტეტებისთვის, რომ ჰარმონიულად მოახერხოს ყველა მოვალეობის და ფუნქციის შესრულება, პროფესიული და პირადი განვითარებისათვის ზრუნვა და ამასთან, დატკბეს სიცოცხლით „აქ და ახლა“. უყვარს თავისუფალ დროს ბუნებაში ხეტიალი. დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების დახმარება, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება; არ ენანება დროის განაწილება კეთილი საქმეებისთვის.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება