სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

წელს პირველად, მაგისტრანტების დაფინანსებისთვის განაცხადების მიღება ელექტრონულად დაიწყო - ვადები და პროცედურები
30-09-2020
-
+


წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრ სტუდენტთა განაცხადების მიღება ელექტრონულად დაიწყო. ამის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს. 

სამინისტროს ცნობით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, განათლების სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების  სოციალურ პროგრამას, რომელიც მაგისტრატურის სტუდენტთა 2 წლით დაფინანსებას გულისხმობს (სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში).

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, 2020 წლის 30 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულ პორტალზე: socreg.mes.gov.ge/login/

სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ  შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტებს:

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 70000 და ქვევით.

სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, დასაფინანსებელ სტუდენტთა კატეგორიებისა და კატეგორიის კუთვნილების დამადასტურებელი საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალის შესახებ, იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება