სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1 ოქტომბრიდან ყველა სკოლა მზად არის სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს - შემოწმება 2390 სკოლამ გაიარა
29-09-2020
-
+


სკოლები 1 ოქტომბრიდან მზად არიან სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყონ. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 2390 სკოლაა შემოწმებული. 


ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფმა, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები შეამოწმა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 10 სკოლაა, სადაც ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ეს სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლების ნაწილმა შემოწმება ორჯერ გაიარა, ვინაიდან პირველი მონიტორინგის დროს ვერ აკმაყოფილებდნენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა გაცემული. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ის რეკომენდაციები რომელიც მათ მიეცათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირბადის გამოყენება, დისტანციის და სანიტარულ ჰიგიენური პირობების დაცვაა. აქვე შეგახსენებთ რომ პირბადეების ტარება სკოლაში მოსწავლეებისთვის გარდა ყველასთვის სავალდებულოა.

იხილეთ ასევე: სკოლებზე გადაწყვეტილება უცვლელია, ბაღები 12 ოქტომბერს გაიხსნება, უნივერსიტეტები - 19 ოქტომბერს

ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება