სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ცხოვრებაში ყველაფრის პოზიტიურისკენ შეცვლა შეიძლება - იგავ-არაკი ''გაბზარულ ქოთანზე''
11-10-2017
-
+


იგავ-არაკი „გაბზარული ქოთანი“. 

ინდოეთში ერთი მეთულუხჩე ცხოვრობდა. ორი დიდი ქოთანი ჰქონდა კეტის ბოლოზე ბაწრით ჩამოკიდებული. გაიდებდა კეტს მხარზე, წყალზე ქოთნებს აავსებდა და უკან ბრუნდებოდა. ერთი ქოთანი გაბზარული იყო, წყალი იპარებოდა და მეთულუხჩეს ადგილზე ნახევარი ქოთანი წყალიც ვერ მიჰქონდა მაშინ, როდესაც მეორე ქოთანი პირთამდე იყო სავსე და პატრონს ერთ წვეთ წყალსაც არ აკლებდა.

თითქმის ორი წელი გავიდა და მეთულუხჩეს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქოთან-ნახევარი წყალი მიჰქონდა სახლში. მთელი ქოთანი ქედმაღლურად უყურებდა გაბზარულს, თავი მოჰქონდა მასთან და ვერ გაეგო, რატომ არ იშორებდა თავიდან პატრონი ასეთ უსარგებლო ნივთს. გაბზარული ქოთანი კი გულით წუხდა, რომ ის სამუშაოს ნაწილსაც ვერ ასრულებდა. ბოლოს ვერ აიტანა მთელი ქოთნის დამამცირებელი მზერა და წყაროსთან რომ მივიდნენ, პატრონს მოწიწებით უთხრა: - მრცხვენია ჩემი ნაკლისა და ბოდიში უნდა მოგიხადო.

- რისთვის, რაზე მებოდიშები? - გაუკვირდა მეთულუხჩეს.

- მთელი ორი წელი სახლამდე ნახევარი მიმაქვს იმ წყლისა, რაც წესით უნდა მიმქონდეს, - გულწრფელი სინანული ისმოდა ქოთნის ჩურჩულში. მეთულუხჩეს შეეცოდა ძველი გაბზარული ქოთანი. საერთოდ, გულჩვილი იყო და მუდამ ცდილობდა, ენუგეშებინა მწუხარებაში მყოფი. მან სიყვარულით გადაუსვა ხელი ქოთანს და უთხრა:

- ახლა ჩვენ სახლში დავბრუნდებით. მიაქციე, გეთაყვა, ყურადღება იმ ულამაზეს ყვავილებს, გზის პირას რომ იზრდებიან.

მართლაც, აღმართი რომ აიარეს და გზაზე გავიდნენ, გაბზარულმა ქოთანმა პირველად შეამჩნია საუცხოო ყვავილები და ცოტა ხანს ტკბებოდა მათი მშვენებით, მაგრამ მალე ისევ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა უბადრუკი იყო თვითონ და კვლავ ცრემლები გადმოყარა იმის გამო, რომ სახლამდე წყლის ნახევარი ვერ მიჰქონდა.

მაშინ მეთულუხჩემ ქოთანს აუხსნა:

შენ რომ წუწუნით გულგაწყალებული არ იყო, შეამჩნევდი, რომ ის საუცხოო ყვავილები, ასე რომ ალამაზებენ აქაურობას, გზის იმ ნაპირზე გაიზარდნენ, საითაც შენ ხარ ჩამოკიდებული კეტზე. როგორ გგონია, არ ვიცოდი, გაბზარული რომ ხარ? მაგრამ შენი ნაკლი ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე: დავთესე ყვავილები გზის იმ მხარეს, საითაც შენ ხარ ჩემს მხარზე გადადებული და ყოველდღე, როცა წყაროდან ვბრუნდებოდი, სწორედ შენ რწყავდი ამ ყვავილებს. მთელი ორი წელი მუდამ მაქვს ლამაზი თაიგული, რომ სიცოცხლე გავიხალისო და შენ რომ არა, საიდან ვიქნებოდი ამ სილამაზის მფლობელი?! და ამიტომაა, რომ მჭირდები სწორედ ისეთი, როგორიც ხარ.

წყარო: „სიბრძნე მინიატურაში"


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება