სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ავრცელებენ ბავშვები COVID-19-ს - ახალი კვლევა
26-09-2020
-
+


ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ვირუსული დატვირთვა ბავშვებსა და მოზარდებში უკიდურესად მაღალია და ისინი შესაძლოა ხანგრძლივი დროით კორონავირუსის უსიმპტომო მატარებლები იყვნენ. მაგრამ ინფექციის გადადების სისწრაფეზე მეცნიერებში კონსენსუსი არ არის. 

ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნული საავადმყოფოს ექიმები თვლიან, რომ ინფიცირებულ ბავშვებს, სიმპტომების გარეშეც კი, შეუძლიათ კორონავირუსული ინფექცია კვირაობით გაავრცელონ. 

კვლევის ავტორებმა სამხრეთ კორეაში 22 საავადმყოფოდან აღებული 91 ინფიცირებული ბავშვის მონაცემები გაანალიზეს. ბავშვების დაახლოებით 22%-ს დავადების მიმდინარეობისას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდა.

ყოველი მეხუთე ბავშვი უსიმპტომო მატარებელი იყო მხოლოდ თავიდან, შემდეგ კი დაავადების ნიშნებს ავლენდა. უმრავლესობას - 58%-ს სიმპტომები თავიდანვე გაუჩნდა. 

ამასთან უსიმპტომო მატარებლების მეხუთედში და ​სიმპტომიანი ინფიცირებულების თითქმის ნახევარში ვირუსი ორგანიზმში დასნებოვნების მომენტიდან სამი კვირის შემდეგაც რჩებოდა, - ნათქვამია კვლევაში. 

მეცნიერებმა ასევე, 2020 წლის მარტსა და ივნისში, SARS-CoV-2– ზე ტესტირებული 6369 ბავშვის მონაცემების რეტროსპექტიული ანალიზი ჩაატარეს. მთლიანობაში, ანტისხეულები და ვირუსი ერთდროულად შეხვდათ ბავშვების დაახლოებით 15 პროცენტში.

6-დან 15 წლამდე ასაკის პაციენტებს სჭირდებოდათ მეტი დრო ვირუსისგან გასათავისუფლებლად (დაახლოებით 32 დღე) 16-დან 22 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით (დაახლოებით 18 დღე). 6-15 წლის გოგონებს ასევე მეტი დრო დასჭირდათ ვირუსის მოსაშორებლად, ვიდრე ვაჟებს. (44 დღე და 25,5 დღე შესაბამისად). 

ანტისხეულები სისხლში საშუალოდ 18 დღის გასვლის შემდეგ გაჩნდა. ვირუსთან სავბრძოლველად საჭირო კონცენტრაციას მათ 36 დღის შემდეგ მიაღწიეს. 

„ვირუსების უმრავლესობაში, როდესაც ანტისხეულები ჩნდება, თავად ვირუსი აღარ ვლინება, მაგრამ COVID-19-ის დროს ჩვენ ვხედავთ ერთსაც და მერესაც. ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს მაშინაც შეუძლიათ ვირუსის გავრცელება როცა ანტისხეულები აქვთ“,- ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ექიმი ბურაკ ბაჰარი.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება