სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , სამასწავლებლო

„პატარები კარგი განწყობით შემხვდნენ; ბავშვობის ოცნება ავიხდინე“ - გაიცანით მასწავლებლები, რომლებიც სკოლაში წელს პირველად შევიდნენ
17-09-2020
-
+


ახალი სასწავლო წელი სკოლებში განსხვავებულად დაიწყო. პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად განახლდა, სხვა სკოლებში კი მოსწავლეები მონატრებულ მასწავლებლებს სკოლის კედლებში შეხვდნენ. არანაკლებ ემოციური იყო ეს დღე მათთვის, ვინც მასწავლებლის პროფესიაში ამ წელს პირველად შედგეს ფეხი. etaloni.ge სწორედ ასეთ მასწავლებლებს დაუკავშირდა.

როგორი იყო სასწავლო წლის პირველი დღე იმ პედაგოგებისთვის, რომლებიც წელს პირველად დასაქმდნენ სკოლებში? რა გზა გაიარეს მათ მასწავლებლობამდე და როგორი ემოციებით შეხვდნენ ბავშვებს?

ნანა ჭანკვეტაძისთვის მასწავლებლობის პირველი წელი დაიწყო, ის ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში დასაქმდა. პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგია და თავისი საქმე ძალიან უყვარს. ახალბედა მასწავლებელი მათაც აძლევს რჩევას, ვისაც სკოლაში დასაქმება სურს. ნანა სასწავლო წლის დაწყების პირველი დღის ემოციებზე გვესაუბრება:

„ახლა დავიწყე მასწავლებლის პროფესიაში პირველი ნაბიჯების გადადგმა, ჩემი ემოციები დატვირთულია, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ყველაფერი ენერგიულად დაიწყო, მაგრამ როგორც იცით, კორონავირუსიდან გამომდინარე იყო შეზღუდვები, თუმცა პირველი დღე არაჩვეულებრივი გამოდგა. ჩემთვის ყველაფერი პირველი იყო, რადგან ახლა დავიწყე მუშაობა და სურვილი მაქვს, რომ ნაყოფიერი წელი იყოს.

ჩვენ სწავლა საკლასო ოთახებში დავიწყეთ. ბავშვებთან პირველი შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა. დაძაბული არ ვყოფილვარ. პატარები კარგი განწყობით შემხვდნენ, უფროსებს კი ენატრებოდათ სკოლის კედლები. მე დაწყებით კლასს ვასწავლი, პირველ კლასში შევედი. აქამდე ჩემი გამოცდილება ის იყო, რომ პრაქტიკები გავიარე სკოლაში, გაკვეთილები ჩავატარე, სხვა გამოცდილება არ მქონია. უშუალოდ საქმიანობის პირველი ეტაპი კი ახლა დაიწყო.

ყველას, ვისაც მასწავლებლობა სურს, ვურჩევ, მომავლის იმედი არასდროს დაკარგონ. რაც საჭიროა, ის აუცილებლად მოხდება საჭირო დროს. მე აქამდეც ვაგზავნიდი რეზიუმეებს ვაკანსიებზე ყველგან, მაგრამ მარტივი არაფერია. ამიტომ ვფიქრობ, არასოდეს არ უნდა დავნებდეთ“.

ნინო ნიკორაშვილი-ვაშაკიძე ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის ახალბედა მასწავლებელია. მან 29 წლის ასაკში გადაწყვიტა, პროფესია შეეცვალა და ბავშვობის ოცნება აეხდინა. ნინო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დასაქმდა და მე-5 კლასის დამრიგებლობაც ჩაიბარა. 

„პროფესიით ვიყავი ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი, ოცნებად მქონდა პედაგოგობა. როგორც კი შევიტყვე სქემაში ჩართვის შესახებ, ჩავაბარე საგნის გამოცდა 10 კრედიტზე, წელს დავამთავრე მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, პრაქტიკა „მწვანე სკოლაში“ გავიარე. როგორც კი დავამთავრე უნივერსიტეტი, გასაუბრებებზე გავედი და 106-ე სკოლამ ამიყვანა. ძალიან მადლობელი ვარ, რომ მენდნენ. აქამდე არ მიმუშავია მასწავლებლის პროფესიით. 

საგნის მასწავლებლობასთან ერთად დამრიგებლობაც ჩავიბარე და ეს აღმოჩნდა ძალიან შრომატევადი. ძალიან მონდომებული ბავშვები არიან, განსაკუთრებული კლასი შემხვდა და არ მინდოდა, რამე ვერ მომესწრო, ძალიან სწარაფად მოგვიწია დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. ყველანაირად ვეცადე, მრავალფეროვანი ყოფილიყო სასწავლო წლის პირველი დღე, ბევრი აქტივობა მქონდა დაგეგმილი და ეს ყველაფერი გადავაკეთე ონლაინ რეჟიმზე. მაგალითად, „მოლოდინების დაფა“ გავუკეთე ბავშვებს, მათ სურვილები და მოლოდინები ჩამოწერეს, ყველას ერთი სული აქვს, საკლასო ოთახებში როდის დაბრუნდებიან, როდის გაგვიცნობენ ახალ მასწავლებლებს პირადად.

როდესაც მასწავლებლის მომზადების პროგრამაში პრაქტიკას გავდიოდი, პანდემიიდან გამომდინარე, ონლაინ პრეზენტაციების მომზადება პრაქტიკის დროსაც მომიწია.

დღესდღეობით შეგვიძლია, მრავალფეროვანი რესურსები ინტერნეტშიც მოვიძიოთ. ვცდილობ, რომ ბავშვებმა თავი დაჩაგრულად არ იგრძნონ, რომ ახალ სასწავლო წელს ვერ მივიდნენ სკოლაში და არ აქვთ ისეთი პირველი დღეები, როგორსაც ელოდნენ, ამიტომ სახალისო აქტივობებით ვტვირთავ. ვცდილობ, რომ დისტანციური სწავლება მრავალფეროვანი გავუხადო. ვცდილობ, სანამ სასკოლო რეჟიმში გადავალთ, იქამდე არ მოიწყინონ.

ძალიან შრომატევადია სადამრიგებლო კლასისთვის ყურადღების მიქცევა, არ მინდა მათ რამე დავაკლო, თითოეულის ბედნიერი სახის დანახვა ჩემთვის შრომის საპასუხოა, ამისთვის ღირდა მასწავლებლობა.

სკოლაში შესვლის წინ ცოტას ვღელავდი, თუმცა ისეთი კარგი გარემო დამხვდა: მასწავლებლები - შეკრული გუნდი, დადებითი განწყობა. ისინი ყველანაირად მხარში მიდგანან, კარგად მიმიღეს, ამისთვის დიდი მადლობა მათ.

რაც ბავშვებთან ვურთიერთობ, მივხვდი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ შევიცვალე პროფესია. რაზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი, ის მაინც ავიხდინე, ნულიდან მომიწია დაწყება, მივატოვე ძველი პროფესია, სადაც წარმატებული ვიყავი. 

მასწავლებლობის მსურველებს (არ აქვს მნიშვნელობა პროფესიით პედაგოგები არიან თუ არა) ვურჩევ, არ დანებდნენ, აუცილებლად გაუმართლებთ, არ ჩაიქნიონ ხელი და არ გადაიფიქრონ თავის საყვარელი პროფესიისკენ გზის გავლა“.

„ეტალონის“ გუნდი ახალბედა მასწავლებლებს ნაყოფიერ სასწავლო წელს და წარმატებულ კარიერას უსურვებს!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება