| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლაში სწავლის პირველმა დღემ განსხვავებულ გარემოსა და სიტუაციაში ჩაიარა. სკოლაში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით დაიწყო.
მეწარმე ვაჟა უსანეთაშვილმა პირველკლასელებს საჩუქრად სასკოლო ნივთები გადასცა.
„განსხვავებულ გარემოსა და სიტუაციაში (ყველა რეკომენდაციის დაცვით) დაიწყო სწავლის პირველი დღე პატარა ქანდის საჯარო სკოლაში. განახლებული სასწავლო სივრცე, სკოლის შენობა, ინვენტარი და პატარების ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები ... ეს ის შთაბეჭდილებაა, რაც ძნელი შესამჩნევი არავისთვის ყოფილა.
მოსწავლეებისათვის ეს სკოლა იქნება არა მარტო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც განათლებას მიიღებენ, არამედ სამყარო, რომელშიც თავს ბედნიერად იგრძნობენ, ეყვარებათ და იზრუნებენ მათზე.
ბატონმა ვაჟა უსანეთაშვილმა უანგაროდ, საკუთარი ინიციატივით, გააფართოვა სკოლის შენობა, მოაწყო თანამედროვე სტანდარტებით, პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა სასკოლო ნივთები. ეს მცირედი სიკეთეა იმ ჩამონათვალიდან, რომელსაც ეს ქველმოქმედი პიროვნება სკოლის მოსწავლეების მიმართ იჩენს და ამით მაგალითს აძლევს მათ როგორ აკეთონ სიკეთე და დახმარების ხელი გაუწოდონ ვისაც ეს სჭირდება.
სკოლის დირექციისა და პედაგოგიური კოლექტივის თანადგომით ეს სასწავლო წელი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ამ სკოლის თითოეული მოსწავლისათვის“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას