სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსის აფეთქების გამო 81 სკოლა დაიხურა - სწავლის დაწყებიდან COVID-19 საფრანგეთში 1 200 მოსწავლეს დაუდასტურდა
16-09-2020
-
+


საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის აფეთქების გამო, სკოლების 2 100 კლასში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შესახებ, ქვეყნის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკერმა ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მონაცემებით, საფრანგეთში COVID-19-ის გამო სულ 81 სასწავლო დაწესებულება დაიხურა.  

როგორც ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა, სასწავლო წლის დაწყებიდან COVID-19 1200 მოსწავლეს დაუდასტურდა. კლასის დახურვის გადაწყვეტილება ქვეყანაში იმ შემთხვევაში მიიღება, თუ კორონავირუსი კლასში სულ მცირე სამ მოსწავლეს უფიქსირდება.

საფრანგეთის სკოლებმა საკლასო ოთახებში სწავლა 1-ელ სექტემბერს განაახლეს. სასწავლო დაწესებულების ყველა თანამშრომელი, ასევე საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები, ვალდებულნი არიან პირბადეები ატარონ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის. 

როგორც Les Echos წერს, კორონავირუსული ინფექციის ახალი აფეთქებები ფიქსირდება უნივერსიტეტებშიც. მას შემდეგ, რაც კორონავირუსი 23 სტუდენტს დაუდასტურდა, რეიმსში პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის - Science Po კამპუსში სწავლა 19 სექტემბრამდე შეწყდა. ამის შემდეგ, განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ უნივერსიტეტის გვერდით COVID-19-ზე ტესტირების დროებითი პუნქტების გახსნას გეგმავენ. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება